1. ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების დაცვის, შენარჩუნების და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

2. ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 1508 ჰა-ს და მოიცავს ჭაჭუნის აღკვეთილის №№6, 11, 12, 13, 14, 15 კვარტალებს.

3. ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) აღდგენითი ღონისძიებები;

ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და

რეგლამენტირებული გადაადგილება;

ვ) დაცვის ღონისძიებები, მათ შორის ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა და მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა ;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო, მოტოტრანსპორტით გადაადგილება;

თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობ