1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ყორუღის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;

გ) ყორუღის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემის ტყეების შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენა;

ბ) უზრუნველყოს ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა;

ე)  განათლებისა და მეცნიერული კვლევაძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ვ) უზრუნველყოს აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის, დაცვა, მოვლა და აღდგენ