1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) აჯამეთის აღკვეთილის ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;
გ) აჯამეთის აღკვეთილში განსაკუთრებით – იმერეთის მუხისა და ძელქვის სახეობის მერქნიანი მცენარეების კორომების დაცვა, მოვლა და აღდგენა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს აჯამეთის აღკვეთილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) აჯამეთის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ე) აჯამეთის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული იმერეთის მუხისა და ძელქვის სახეობის მერქნიანი მცენარეების კორომების დაცვა, მოვლა და აღდგენის უზრუნველყოფა
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 3. აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. ალგეთის ეროვნული პარკის ზონირება
- მუხლი 6. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 7. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 8. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 4. აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. აჯამეთის აღკვეთილის ზონები, მათი ფართობები და საზღვრები
- მუხლი 6. აჯამეთის აღკვეთილის სანაკრძალე ზონაში დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 7. აჯამეთის აღკვეთილის მართვადი დაცვის დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 3, №729, 07.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.012.369 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80344/muxli-3-2/