1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2733.1 ჰა-ს და მოიცავს №№5, 6, 10, 11, 12, 13, 14, 16, 19, 20, 21, 23, 24, 25, 26, 28,37,52, 55, 56, 57, 58 კვარტალებს, №59 კვარტალის 1-დან 14-ის სატაქსაციო უბნებს.
2. ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი, ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
მ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;
ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ო) გადაადგილება ფეხით და ცხენით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობა;
პ) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;
ჟ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;
რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყის ალგეთის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება;
ს) საქონლის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება