1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2611 ჰა-ს და მოიცავს №№5, 6, 10, 11, 12, 13, 14, 16, 19, 20, 21, 23, 24, 25, 26, 28,37,52, 55, 56, 57, 58 კვარტალებს.
2. ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვისა და მონიტორინგისა, ტყის ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევის, მონიტორინგისა და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
მ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;
ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
ო) ფეხით და ცხენით გადაადგილებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობისა;
პ) ბილიკების მოწყობისა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლისა;
ჟ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების სოციალური ჭრის წესებით მოჭრისა და გატანისა;
რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყის ალგეთის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილებისა;
ს) საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვების