1. კინტრიშის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგისა;

ბ) საგანმანათლებლო მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობისა მონიშნულ მარშრუტებზე;

გ) სტიქიური უბედურებისას, კატასტროფისას და/ან საგანგებო მდგომარეობისას კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო- მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;

დ) ტერიტორიის ფიზიკური დაცვის მიზნით რეინჯერების საპატრულო ბილიკებსა და გზებზე რეინჯერების ფეხით, ცხენითა და ავტოტრანსპორტით გადაადგილებისა, არსებული საპატრულო ბილიკებისა და გზების შეკეთებისა;

ე) ბიომრავალფეროვნების აღრიცხვა-მონიტორინგისა.

2. კინტრიშის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციისა, მოვლისა და აღდგენისა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვისა და მონიტორინგისა; ტყის ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;

დ) სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;

ე) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისა;

ვ) კონსერვაციული ღონისძიებების განხორციელებისა;

ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელებისა;

ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;

კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;

ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის:

ლ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

შენიშვნა: „ლ.ა“ – „ლ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს.

მ) ფეხითა და ცხენით გადაადგილებისა, ნაწილობრივ სახეშეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე − ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;

ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ო) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, ასევე მიმდებარე დასახლებული პუნქტების სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისთვის მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების ჩატარებისა, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 273 მუხლის შესაბამისად;

ჟ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.

3. კინტრიშის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;

ე) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისა;

ვ) ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილებისა გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;

ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;

თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;

ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა;

კ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;

ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობისა და ამავე წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისთვის მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების ჩატარებისა, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 273 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;

მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა;

ნ) საფუტკრეების მოწყობისა;

ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა;

პ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა;

ჟ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის:

ჟ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

შენიშვნა: „ჟ.ა“ – „ჟ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს.

რ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ს) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის