1. მენეჯმენტის გეგმა მოიცავს მართვის ცხრა პროგრამას. ამ პროგრამების მიზნები და ქმედებები ესადაგება ძირითად პირდაპირ და არაპირდაპირ საფრთხეებს, და მენეჯმენტის შეზღუდვებს, რომლებიც აღწერილია სიტუაციურ ანალიზში (თავი IV). ეს პროგრამებია:
ა) პატრულირება და კანონაღსრულება;
ბ) ბიომრავალფეროვნებასა და არსებულ საფრთხეებზე მონიტორინგი;
გ) ხანძრების, მავნებლებისა და დაავადებების მართვა;
დ) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;
ე) ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია/აღდგენა;
ვ) ეკო-ტურიზმი და ვიზიტორთა მართვა;
ზ) გარემოსდაცვითი განათლება;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ი) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის გაძლიერება.
2. მენეჯმენტის გეგმის მომდევნო მუხლები (44-52) განსაზღვრავენ მენეჯმენტის გეგმის პროგრამების მიზნებს, შესაბამის ინდიკატორებს და შემოწმების საშუალებებს. თითოეული მიზნის მისაღწევად განისაზღვრა ქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს საოპერაციო და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცვალოს ან შესწორდეს ქმედებები მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პერიოდში საოპერაციო გეგმების შემუშავების პერიოდში, რათა მიღწეულ იქნას თითოეული მენეჯმენტის პროგრამის მიზან