1. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო (ცენტრალური აპარატი და ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია) პასუხისმგებელია მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე, მათი განხორციელების მონიტორინგსა და მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.
2. მენეჯმენტის გეგმა ხორციელდება სამი (სამწლიანი) საოპერაციო და ცხრა (წლიური) სამუშაო გეგმის საშუალებით. საოპერაციო გეგმა მოიცავს განსახორციელებელ ქმედებებს საჭირო ბიუჯეტის ჩათვლით.
3. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო, ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციასთან ერთად, უზრუნველყოფს სხვადასხვა თემატური ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობასა და გარკვეული ღონისძიებების განხორციელებაში თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა