1. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობას ჭაჭუნის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნების ღირებულებების, კონსერვაციის სტატუსის ცვლილების, საფრთხეების ტენდენციებისა და მენეჯმენტის ღონისძიებების ეფექტურობის შესახებ.
2. აღნიშნული პროგრამის მთვარი მიზანია უზრუნველყოს ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი ბიომრავალფეროვნებისა და სხვა ღირებულებების რეგულარული მონიტორინგი და ხელი შეუწყოს ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი ღირებულებებისა და საფრთხეების შესახებ უახლესი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
3. საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემა ვითარდება საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით (2014-2020). ჭაჭუნის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიმდინარე პროგრამა გახდება ამ სისტემის ნაწილი და სრულად ჩამოყალიბების შემდეგ, ეროვნულ სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პერიოდულად, შესაძლებელია დადგეს მისი გადამოწმების საჭიროება.
მიზანი 2: ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების შესახებ ხელმისაწვდომია და განახლებულია აღკვეთილის ადაპტიური მართვის მიზნით.
ინდიკატორი 2.1.: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს ხელმისაწვდომია განახლებული ინფორმაცია ჭაჭუნის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების 90%-ის და საფრთხეების 70 %-ის და განვითარების ტენდენციების შესახებ.
ქმედებები
ინდიკატორი
ინდიკატორის შემოწმების საშუალება
წინაპირობა
2.1. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმის შემუშავება და განხორციელება.
2025 წლისთვის შემუშავებულია მონიტორინგის გეგმა;
2026 წლისთვის დანერგილია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმა (დაწყებულია მინიმუმ 5 ძირითადი ღირებულების მონიტორინგი).
მონიტორინგის გეგმის დოკუმენტი;
ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების მონიტორინგის გეგმა და ანგარიშები;
შესაბამისი ფოტოვიდეო მასალა და რუკები.
დონორების მხარდაჭერა.
2.2. მონაცემთა ბაზის შედგენა ჭაჭუნის აღკვეთილის იდენტიფიცირებული ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების, გეოლოგიური წარმონაქმნების, ჰიდროლოგიური ობიექტების შესახებ მდგომარეობის შესახებ.
2023 წლისთვის ხელმისაწვდომია ჭაჭუნის აღკვეთილის იდენტიფიცირებული ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების მდგომარეობის მონაცემთა ბაზა.
მონაცემთა ბაზის Excel ან სხვა შესაბამის კომპიუტერულ ფორმატში (სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეგულაციების შესაბამისად).
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს დახმარება.
2.3. მნიშვნელოვანი ჰაბიტატების იდენტიფიცირება/დაზუსტება და მონიტორინგი, მათ შორის: ჭალის ტყის იშვიათი ჰაბიტატების, წითელი ნუსხის სახეობებისა და ზურმუხტის ქსელის ჰაბიტატებისა და სახეობების
2023 წლიდან ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მნიშვნელოვანი ჰაბიტატების სივრცული მონაცემები (კოორდინატები, რუკები) და მონიტორინგის შედეგები.
მონაცემთა ბაზა.
სტატისტიკური მონაცემები;
სახეობების გავრცელების არეალი (კოორდინატებითა და რუკებით);
მონიტორინგის ანგარიშები.
თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებთან
2.4. ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველების (ბექობის არწივი, დურაჯი და ფასკუნჯი) მონიტორინგი.
2022 წლიდან, ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველების შესახებ სივრცული მონაცემები (კოორდინატები, რუკები) და მათი მონიტორინგის შედეგები.
მონაცემთა ბაზა.
მონიტორინგის ანგარიშები.
თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებთან და დონორ ორგანიზაციებთან.
2.5. მტაცებლების (ლელიანის კატა) მონიტორინგი.
2022 წლიდან, ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი მტაცებლების შესახებ სივრული მონაცემები (კოორდინატები, რუკები) და მათი მონიტორინგის შედეგები.
მონაცემთა ბაზა.
მონიტორინგის ანგარიშები.
თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებთან და დონორ ორგანიზაციებთან.
2.6. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდის მეორე წლის შემდგომი მონიტორინგის მონაცემების (როგორც მოცემულია 2.1-2.5-ში) ანალიზი და რეკომენდაციების ფორმულირება პრიორიტეტული საქმიანობებისათვის,მეორე და მესამე სამწლიანი საოპერაციო გეგმების მოსამზადებლად.
შემუშავებულია ორი ანალიტიკური ანგარიში და რეკომენდაციების დოკუმენტი მენეჯმეტის გეგმის ძალაში შესვლიდან 2.5-5,5 წლის შემდეგ და მეორე და მესამე სამწლიანი საოპერაციო გეგმის ფორმულირების დაწყებამდე.
ორი ანალიტიკური ანგარიშის დოკუმენტი.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.
2.7. მეტეოროლოგიური და კლიმატური მონაცემების რეგულარული შეგროვება.
მეტეოროლოგიური და კლიმატური მონაცემები შეგროვებულია რეგულარულად და ყოველწლიურად ასახულია ბუნების მატიანეში.
დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის მონაცემების შეგროვების ჟურნალი/მონაცემთა ბაზა.
ბუნების მატიანეში შესაბამისი თემატური თავი.
თანამშრომლობა სსიპ
–გარემოს ეროვნული სააგენტოსთან
2.8. ინფორმაციის შეგროვება არასისტემური ბუნებრივი მოვლენებისა და მათ მიერ მიყენებული ზარალის შესახებ.
რეგულარულად გროვდება მონაცემები არასისტემური ბუნებრივი მოვლენების შესახებ და ყოველწლიურად ასახულია ბუნების მატიანეში.
დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის მონაცემების შეგროვების ჟურნალი/მონაცემთა ბაზა.
ბუნების მატიანეში შესაბამისი თემატური თავი.
თანამშრომლობა სსიპ
–გარემოს ეროვნული სააგენტოსთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და 112-თან.
2.9. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ ადგილობრივ მოსახლეობასა და მტაცებელ ცხოველებს შორის კონფლიქტის შესწავლა, შემარბილებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავება-განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მოსახლეობასა და მტაცებელ ცხოველებს შორის კონფლიქტის წლიური დინამიკა;
2023 წლისთვის მომზადებულია აღკვეთილის ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლეობასა და მტაცებელ ცხოველებს შორის კონფლიქტის კვლევის ანგარიში.
კვლევის ანგარიში და შემარბილებელი ღონისძიებების გეგმის დოკუმენტი.
დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ასახული კონფლიქტის რაოდენობრივი მონაცემები.
ადგილობრივი მოსახლეობისა და გარე თემატური ორგანიზაციების ან ექსპერტების ჩართვა.
მიზანი 3: 2031 წლისთვის, პრიორიტეტული საბაზისო კვლევები განხორციელებულია/მხარდაჭერილია შესაბამის დაინტერესებულ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან/მკვლევრებთან თანამშრომლობით.
ინდიკატორი 3.1: 2031 წლისთვის, სამეცნიერო ინფორმაციის დეფიციტის მინიმუმ 50% შევსებულია.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
3.1. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებების განსაზღვრა და სულ მცირე 2 პრიორიტეტული კვლევითი პროექტის განხორციელება.
2023 წლისთვის შემუშავებულია მაღალპრიორიტეტული კვლევითი პროექტების ჩამონათვალი, სსიპ
–დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით.
2031 წლამდე განხორციელებული პრიორიტეტული კვლევითი პროექტების რაოდენობა.
მაღალპრიორიტეტული კვლევითი პროექტების ჩამონათვალის დოკუმენტი;
ბუნების მატიანე;
კვლევის ანგარიში.
თანამშრომლობა კვლევით და დონორ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
3.2. ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების ეტაპობრივი შესწავლა.
2025 წლისთვის ხელმისაწვდომია მონაცემები ბერნიის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების შესახებ.
ბუნების მატიანე, სახეობების კვლევის ანგარიში და მონაცემთა ბაზა.
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
მიზანი 4. 2030 წლისთვის, ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ცოდნა და უნარები გაუმჯობესებულია.
ინდიკატორი 4.1: 2030 წლისთვის, ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობები და უნარები, რათა განახორციელოს ბიომრავალფეროვნების ფასეულობების და საფრთხეების ინდიკატორების და მართვის ქმედებების მონიტორინგი.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
4.1. მონაცემთა შეგროვების მიმართულებით ჭაჭუნის აღკვეთილის შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება სულ მცირე 1-ერთდღიანი ტრენინგის გამართვის გზით, ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებებისა და საფრთხეების სტატუსის მონიტორინგისა და საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საკითხებზე ყოველი საოპერაციო ფაზის განმავლობაში გამართული ტრენინგების რაოდენობა;
2026 წლისთვის რეინჯერებისა და სხვა პერსონალის რაოდენობა/წილი, რომელთაც გავლილი აქვთ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საკითხებზე.
ჩატარებული ტრენინგების მასალები (მონაწილეთა სიები, ფოტომასალა);
სასწავლო მოდულები.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დონორის/პარტნიორის მხარდაჭერა.
4.2. ტრენინგის ჩატარება ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, „ზურმუხტის ქსელის" საიტების მნიშვნელოვანი სახეობების და ჰაბიტატების მონიტორინგის საკითხებზე.
ჩატარებულია მინიმუმ ერთი 1-დღიანი ტრენინგი რეგულარულად, ყოველი საოპერაციო ფაზის ციკლში.
2026 წლისთვის რეინჯერებს და სხვა პერსონალის 90%-ს გავლილი აქვს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები, „ზურმუხტის ქსელის“ საიტების მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების მონიტორინგის საკითხებზე.
ტრენინგის მასალები, მონაწილეთა სია, შეფასების ფორმები ფოტო დოკუმენტაცია.
დონორის მხარდაჭერა.
4.3. შესაბამისი ადმინისტრაციული პერსონალის უზრუნველყოფა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობებითა და სახარჯი/საველე მასალებით.
2023 წლიდან ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციისათვის ხელმისაწვდომია საჭირო აღჭურვილობა და სახარჯი/საველე მასალები.
ადმინისტრაციის ქონების საინვენტარიზაციო აღწერილობის მონაცემები.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს და დონორის მხარდაჭერ