კლიმატის ცვლილებისფონზე, განსაკუთრებულად მოწყვლადია არიდული და სემიარიდული ტერიტორიები. ყველაზე მეტად ეს ეხება ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს და ჭაჭუნის აღკვეთილს. პროგნოზით 2100 წლისათვის ჰაერის ტემპერატურა ამ რეგიონში, სავარაუდოდ, მოიმატებს 4-5 °C-ით, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა – დაიკლებს 15%-ით. უკვე აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიებზე, რომლებიც თავისთავად მძიმე ეროზიული ფაქტორების (გვალვა, ტემპერატურების დიდი ამპლიტუდა, ქარი) გავლენას განიცდიან, კლიმატის ცვლილებას უკვე მოჰყვა გვალვიანი პერიოდების ორმაგი ზრდა. გაუდაბნოების საფრთხის ქვეშაა მშრალი და მშრალი სუბტროპიკული ჰავის (ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 350-400 მმ.) გავლენით ჩამოყალიბებული ლანდშაფტები. კერძოდ, ეს ეხება ფსტისა და ღვიის მეჩხერ ტყეებს. გაქრობა ემუქრება, ასევე, ჭაჭუნის აღკვეთილში დაცულ ფრინველთა სახეობებს – კაკაბს, დურაჯს, ხოხობსა და ბექობის არწივს. კლიმატის ცვლილების შედეგად შემჩნეულია ირანისა და პაკისტანის ცხელი არიდული რეგიონებისათვის დამახასიათებელი სახეობების – მაჩვზღარბას ცალკეული პოპულაციებისა და მიწის კურდღლის ერთეული ინდივიდების სახით გაჩენა.
ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 01.05.2023
მუხლი 36. კლიმატის ცვლილება და გაუდაბნოება
თავი 4 — დაცული ტერიტორიის სიტუაციური ანალიზი
თავი 5. ჭაჭუნის აღკვეთილის საზღვრები და დაშვებული საქმიანობე
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 15%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 31. ეკოტურიზმი
- მუხლი 32. ეკოგანათლება
- მუხლი 33. საზოგადოებასთან ურთიერთობა
- მუხლი 34. პარტნიორული თანამშრომლობა
- მუხლი 35. კვლევა-მონიტორინგი
- მუხლი 38. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 39. პასუხისმგებლობა მენეჯმენტის გეგმის განხორციელებაზე
- მუხლი 40. მენეჯმენტის გეგმის პროგრამები
- მუხლი 41. პატრულირებისა და კანონაღსრულების პროგრამა
- მუხლი 42. ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებებისა და საფრთხეების მონიტორინგი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 36, №96, 10.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023929 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5747368/muxli-36/