1. პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების დამყარება და არსებული კავშირების განვითარება სხვადასხვა უწყებასთან (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა (მერია, საკრებულო), სასაზღვრო პოლიცია, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, საჯარო სკოლები, სამაშველო სამსახური და სხვა) საჭიროებს გაუმჯობესებას და მუდმივ ყურადღებას აღკვეთილის ადმინისტრაციის მხრიდან.

2. გრძელვადიან პერიოდში სასურველი იქნება ჭაჭუნის აღკვეთილის მოსაზღვრედ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარე ელდარის ნაკრძალთან თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და გამოცდილებების ურთიერთგაცვლის მიზნით.

3. 2021 წელს საქართველოს მთავრობამ UNESCO-ში წარადგინა დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ნომინაციის შესახებ განაცხადი, რომელიც მოიცავს ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიასაც. შესაბამისად, ამ ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შემდეგ აღკვეთილის ადმინისტრაცია თავის საქმიანობას განახორციელებს მის მმართველ სტრუქტურასთან კოორდინაციაშ