1. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია სისტემატურად ახდენს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს. რეინჯერები პატრულირებისას აღრიცხავენ შეხვედრილ სახეობებს, რომლის დაფიქსირებაც ხდება ყოველდღიურ ჟურნალში. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილება ამზადებს ყოველწლიურ „ბუნების მატიანეს“ დაცული ტერიტორიის შესახებ, რომელიც შეიცავს მეტეოროლოგიურ და სახეობებზე შემთხვევითი დაკვირვების მონაცემებს, საფრთხეში მყოფი სახეობებისა და ჰაბიტატების ჩათვლით, აგრეთვე, აღკვეთილის ტერიტორიაზე მომუშავე გარე მკვლევართა და მეცნიერთა საქმიანობების შესახებ ანგარიშებს.
2. ჭაჭუნის აღკვეთილში და მის მიმდებარედ „საბუკოს“ მიერ ტარდება მონიტორინგი და სამეცნიერო კვლევები „წითელი ნუსხის“ სახეობებზე, მტაცებელ ფრინველებზე, როგორებიცაა: ბექობის არწივი, ბატკანძერი, სვავი, ორბი და სხვა.
3. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია თანამშრომლობს გარემოსდაცვით ორგანიზაცია ,,საბუკოსთან“, რომელმაც უკვე განახორციელა შემდეგი საქმიანობები: ჩატარდა აღკვეთილში და მის მიმდებარედ არსებული საძოვრების კვლევა, მოეწყო პირუტყვისთვის დასარწყულებელი დერეფნები მდინარე იორზე ჩასასვლელად, შეფასდა მდ. ივრის ჭალის ტყის მდგომარეობა, ჩატარდა მდ. ივრის ჰიდროლოგიური ანალიზი, მიმდინარეობს ბიომრავალფეროვნების კვლევა ,,ზურმუხტის ქსელის“ საიტზე, სამ ადგილას დაირგო 50 ძირი ჭალის მუხა, აღკვეთილის მიმდებარე საძოვრებზე დაინერგა როტაციული ძოვება და სხვა. კვლევებში აგრეთვე ჩართულია სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო და უცხოელი მკვლევრები.
4. საბუკომ ჭაჭუნის აღკვეთილში მოაწყო ქვაყრილი/გაბიონი, რომელიც ხელს შეუწყობს დალის წყალსაცავიდან გამოშვებული წყლის სიჩქარის შემცირებას, დონის ამაღლებას და ჭალის ტყის დატბორვა