1. ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმა მოიცავს მართვის რვა თემატურ პროგრამას. ამ პროგრამების მიზნები და ქმედებები ესადაგება ძირითად პირდაპირ და არაპირდაპირ საფრთხეებს, გამოწვევებსა და მენეჯმენტის შეზღუდვებს, რომლებიც აღწერილია სიტუაციურ ანალიზში (თავი IV). ეს პროგრამებია:

ა)    პატრულირება და კანონაღსრულება;

ბ)    ბიომრავალფეროვნებისა და არსებული საფრთხეების მონიტორინგი;

გ)    ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;

დ)   ხანძრების, მავნებლებისა და დაავადებების მართვა;

ე)    ეკოტურიზმი და ვიზიტორთა მართვა;

ვ)    გარემოსდაცვითი განათლება;

ზ)   საზოგადოებასთან ურთიერთობა;

თ)   ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის გაძლიერება.

2. მენეჯმენტის გეგმის მომდევნო მუხლები განსაზღვრავს მენეჯმენტის გეგმის პროგრამების მიზნებს, შესაბამის ინდიკატორებსა და შემოწმების საშუალებებს. თითოეული მიზნის მისაღწევად განისაზღვრა ქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს საოპერაციო და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში. საჭიროებიდან გამომდინარე, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პერიოდში, შესაძლებელია შეიცვალოს, ან შესწორდეს დაგეგმილი ქმედებები, რომ მიღწეულ იქნას მენეჯმენტის გეგმის პროგრამების თითოეული მიზან