აღნიშნული პროგრამა მიმართულია საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული (ანთროპოგენური და ბუნებრივი) საფრთხეებისა და ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი ღირებულებებისადმი დაავადებებითა და მავნებლებით მიყენებული ზიანის მართვის, თავიდან აიცილებისა და რეაგირებისაკენ.
მიზანი 6: საგანგებო სიტუაციებით, მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ზიანი შემცირებულია.
ინდიკატორი 6.1: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლის დასასრულს, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველ წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა საგანგებო სიტუაციებით, მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ზიანი.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალება
წინაპირობა
6.1. ადგილობრივ ფერმერებთან მუშაობა და ტრენინგების ჩატარება, საგანგებო მართვის მართვისა და პრევენციის საკითხების შესახებ.
ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობა და მიმდებარე ფერმერებისა და მწყემსების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ხანძარსაწინააღმდეგო უნარ-ჩვევებში, საგანგებო სიტუაციების პრევენციასა და სამაშველო ღონისძიებებსა და ტრენინგებში.
ტრენინგის მასალები, მონაწილეთა სია, შეფასების ფორმები, ფოტოდოკუმენტაცია.
დონორის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
6.2. ფიტოპათოლოგიური კვლევების სულ მცირე წელიწადში ერთხელ განხორციელება. ტყის მავნებლებზე რეგულარული დაკვირვება, ტყის მავნებელი მწერების, სოკოებისა და დაავადებების გავრცელების კერების იდენტიფიცირება და არსებობის შემთხვევაში მართვის გეგმის შემუშავება.
ჭაჭუნის აღკვეთილის ფიტოპათოლოგიური სკრინინგის (შეფასდება ტყის მავნებლებისა და დაავადებების კერების არსებობა) ყოველწლიური დინამიკა
ფიტოპათოლოგიური ანგარიში.
დაავადებებისა და მავნებლების მართვის გეგმა.
დონორის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
6.3. ტყის მავნებლებთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება და განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში.
ყოველწლიურად შემუშავებულია ტყის მავნებელთა ნუსხა და განხორციელებულ საკონტროლო ღონისძიებათა რიცხვი.
ტყის მავნებლებზე დაკვირვების ამსახველი ანგარიში.
ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში.
დონორის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
6.4. 2022 წლიდან მინიმუმ ერთი ტრენინგის გამართვა ფიტოპათოლოგიური კვლევის საკითხებზე, ადმინისტრაციის თანამშრომელთათვის.
ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა ყოველი საოპერაციო ფაზის ციკლში.
ტრენინგის მასალები, მონაწილეთა სია, შეფასების ფორმები, ფოტოდოკუმენტაცია.
დონორის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთა