აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს და რეაგირება მოახდინოს ხანძრებით გამოწვეულ საფრთხეზე. ასევე, თავიდან აიცილოს, ან მართოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებებისათვის დაავადებებითა და მავნებლებით მიყენებული ზიანი.

მიზანი 6. 2030 წლისათვის ტყეებსა და მდელოებზე ანთროპოგენური ხანძრების მიერ გამოწვეული ზიანი შემცირებულია.

ინდიკატორი 6.: 2030 წლისთვის 2022 წელთან შედარებით, ხანძრების რაოდენობა და დაზიანებული ფართობები სულ მცირე არ არის გაზრდილი.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალება

წინაპირობა

6.1. ხანძრების მართვის გეგმის შემუშავება და განხორციელება.

შემუშავებულია ხანძრების მართვის გეგმა.

განხორციელებულია ხანძრების მართვის გეგმაში გაწერილი ღონისძიებები.

ხანძრების მართვის გეგმის დოკუმენტი.

განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში.

დონორი ორგანიზაციების და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერა.

6.2. ადმინისტრაციის თანამშრომლების ტრენინგი ხანძრების მართვის საკითხებზე.

ადმინისტრაციის თანამშრომლების 90% გაწვრთნილია ხანძარსაწინააღმდეგო უნარ-ჩვევებში, ხანძრების პრევენციასა და სამაშველო ღონისძიებებში.

ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები  (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

6.3. ადგილობრივი მოსახლეობის, ფერმერებისა და ვიზიტორების ცნობიერების ამაღლება ხანძრების პრევენციის საკითხებზე.

ჩატარებულია წელიწადში მინიმუმ 1 ღონისძიება.

ღონისძიებების რაოდენობა და ანგარიშები.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერა.

მიზანი 7. 2030 წლისათვის ტყის მავნებლებით და დაავადებებით გამოწვეული ზიანი არ არის გაზრდილი.

ინდიკატორი 7.: 2030 წლისთვის გაძლიერებულია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაძლებლობები გამოავლინონ მავნებელ-დავადებების კერები და გაატარონ პრევენციული/ბრძოლის ღონისძიებები (გამოვლენილი დაავადებების კერების ფართობი (ჰა), ბრძოლის ღონისძიებების სახეები და მასშტაბები (ჰა)) 2022 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალება

წინაპირობა

7.1. ფიტოპათოლოგიური კვლევების  ჩატარება  და დაავადებების არსებობის შემთხვევაში რეაგირების გეგმის შემუშავება.

ყოველწლიურად ჩატარებული ფიტოპათოლოგიური კვლევის შედეგები -იდენტიფიცირებული ტყის დაზიანებული ფართობი და მავნებელი მწერების სახეობები.

კვლევის ანგარიშები.

კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

7.2. ტყის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში (ხანძრებთან და მავნებლებთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად).

განხორციელებულ ღონისძიებათა რაოდენობა და მასშტაბი.

ტყის მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ანგარიშები.

კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

7.3. ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება ფიტოპათოლოგიურ და ტყის მავნებლების საკითხებზე.

მინიმუმ ერთი ტრენინგი ტარდება რეგულარულად ყოველი საოპერაციო ფაზის ციკლში.

ჩატარებული ტრენინგების მასალები და ანგარიშები  (მონაწილეთა სიები, ფოტო-მასალა).

დონორის მხარდაჭერ