აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს და რეაგირება მოახდინოს საგანგებო სიტუაციებით გამოწვეულ საფრთხეზე. ასევე, თავიდან აიცილოს, ან მართოს თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებებისადმი დაავადებებითა და მავნებლებით მიყენებული ზიანი.
მიზანი 6. 2030 წლისათვის ტყეებსა და მდელოებზე ანთროპოგენური საგანგებო სიტუაციების მიერ გამოწვეული ზიანი შემცირებულია.
ინდიკატორი 6.1.: 2030 წლისთვის მენეჯმენტის გეგმის განხორციელების 2022 წელთან შედარებით, საგანგებო სიტუაციების რაოდენობა და დაზიანებული ფართობები სულ მცირე არ არის გაზრდილი.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალება
წინაპირობა
6.1. საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება და განხორციელება.
შემუშავებულია საგანგებო მართვის გეგმა;
განხორციელებულია საგანგებო მართვის გეგმაში გაწერილი ღონისძიებები.
საგანგებო მართვის გეგმის დოკუმენტის
განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში.
დონორი ორგანიზაციების და თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან.
6.2. ადმინისტრაციის თანამშრომლების ტრენინგი საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე.
ადმინისტრაციის თანამშრომლების 90% გაწვრთნილია ხანძარსაწინააღმდეგო უნარ-ჩვევებში, საგანგებო სიტუაციიების, მათ შორის ხანძრების პრევენციასა და სამაშველო ღონისძიებებში.
ტრენინგების შესახებ ანგარიშები.
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.
6.3. ადგილობრივი მოსახლეობის, ფერმერებისა და ვიზიტორების ცნობიერების ამაღლება საგანგებო სიტუაციების პრევენციის საკითხებზე.
ჩატარებულია წელიწადში მინიმუმ 1 ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება.
ღონისძიებების რაოდენობა და ანგარიშები.
თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან.
მიზანი 7. 2030 წლისათვის ტყის მავნებლებით და დაავადებებით გამოწვეული ზიანი არ არის გაზრდილი.
ინდიკატორი 7.1.: 2030 წლისთვის გაძლიერებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაძლებლობები გამოავლინონ მავნებელ-დავადებების კერები და გაატარონ პრევენციული/ბრძოლის ღონისძიებები (გამოვლენილი დაავადებების კერების ფართობი (ჰა), ბრძოლის ღონისძიებების სახეები და მასშტაბები (ჰა)).
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალება
წინაპირობა
7.1. ფიტოპათოლოგიური კვლევების რეგულარულად ჩატარება; ტყის მავნებლების რისკებზე რეგულარული დაკვირვება; ტყის მავნებელი მწერების, სოკოებისა და დაავადებების გავრცელების კერების იდენტიფიცირება და არსებობის შემთხვევაში რეაგირების გეგმის შემუშავება.
რეგულარული დაკვირვება ტყის მავნებლებსა და დაავადებებზე.
შედგენილია რეაგირების გეგმები.
დაკვირვების ანგარიშები.
დაავადებებისა და მავნებლების გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირების გეგმები.
კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
7.2. ტყის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში (ხანძრებთან და მავნებლებთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად).
განხორციელებულ ღონისძიებათა რაოდენობა და მასშტაბი.
ტყის მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ანგარიშები.
კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
7.3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება ფიტოპათოლოგიურ და ტყის მავნებლების საკითხებზე.
მინიმუმ ერთი ტრენინგი ტარდება რეგულარულად ყოველი საოპერაციო ფაზის ციკლში.
ტრენინგის ანგარიში.
დონორის მხარდაჭერ