საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა მიზნად ისახავს გაზარდოს თუშეთის დაცული ტერიტორიების ცნობადობა და საზოგადოების ცნობიერება დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, ასევე, ხელი შეუწყოს დადებითი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და შექმნას საკუთრების განცდა ადგილობრივ მოსახლეობაში.

მიზანი 12. 2030 წლისთვის თუშეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი და კულტურული ფასეულობები აღიარებულია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ინდიკატორი 12.1.: 2030 წლისთვის თუშეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების ცნობადობისთვის ეროვნულ და საერთაშორისო მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობა 10-15%-ით გაზრდილია 2022 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

12.1. საინფორმაციო, საკომუნიკაციო მასალების (ბუკლეტები, პოსტერები, კალენდრები, ვიდეორგოლები, რეკლამები, პრეზენტაციები, რუკები და ა.შ.) მომზადება და გამოქვეყნება, ცნობიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის მიხედვით (CNF 2020).

მომზადებული და გავრცელებულია სულ მცირე 5 სახეობის საინფორმაციო/საკომუნიკაციო მასალა.

ბეჭდური მასალა.

ვიდეომასალა.

დონორების მხარდაჭერა

გარე ექსპერტების ჩართვა

პარტნიორებთან თანამშრომლობა.

12.2. სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებსა და დღესასწაულებში მონაწილეობა.

ადმინისტრაციის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებების და დღესასწაულების რაოდენობა.

თუშეთში გამართულ, სხვა უწყებების მიერ ორგანიზებულ, თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობა.

მონაწილეობის ამსახველი მასალები.

დონორების მხარდაჭერა.

მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა.

მიზანი 13. 2030 წლამდე პერიოდში დამყარებულია ახალი და გაუმჯობესებულია უკვე არსებული თანამშრომლობა სამთავრობო უწყებებთან, დონორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ინდიკატორი 13.1. 2030 წლისთვის პარტნიორებთან თანამშრომლობა გაზრდილია სულ მცირე 20%-ით და ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების, აქტივობებისა და პროექტების რაოდენობა 50%-ით, 2022 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების

საშუალებები

წინაპირობა

13.1. თუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ზონის განვითარების ხელშეწყობა.

ადმინისტრაციის მონაწილეობით მიმდებარე ზონის განვითარების პროექტების რაოდენობა.

ყოველწლიური ანგარიშები

თანამშრომლობის შესახებ.

ურთიერთთანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან, მეგობართა ასოციაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დონორებთან.

13.2. თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით რეგულარული შეხვედრების მოწყობა სხვადასხვა დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებთან.

ჩატარებულია სულ მცირე 2 შეხვედრა წელიწადში.

დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების რაოდენობა.

შედეგები, ასახული ანგარიშებში.

ერთობლივი ღონისძიებების ნუსხა.

13.3. თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით რეგულარული შეხვედრების მოწყობა სხვადასხვა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესებთან.

ჩატარებულია სულ მცირე 2 შეხვედრა წელიწადში.

დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების რაოდენობა.

შედეგები, ასახული ანგარიშებში.

ერთობლივი ღონისძიებების ნუსხა.

13.4. თუშეთის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გაძლიერება და ჩართულობის მხარდაჭერა დაცული ტერიტორიების თანამონაწილეობითი მართვის უზრუნველსაყოფად.

სულ მცირე 1 შეხვედრა წელიწადში.

შეხვედრების ოქმები.

13.5. ბიოსფერული რეზერვატის მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და საერთო საკითხებზე თანამშრომლობა.

განხილული საერთო საკითხების რაოდენობა და თანამშრომლობით განხორციელებული აქტივობების რაოდენობა.

შეხვედრების ოქმები.

ერთობლივი აქტივობების ნუსხა.

ქმედება განხორციელდება სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის დაარსების შემდეგ.

მიზანი 14. 2030 წლამდე პერიოდში გაუმჯობესებულია ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა და გაზრდილია მათი ჩართულობა თუშეთის დაცული ტერიტორიების მართვაში.

ინდიკატორი 14: 2030 წლისთვის, ადგილობრივ მოსახლეობასთან, სათემო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა გაუმჯობესებულია და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების 70% მიღებულია მათი ჩართულობით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

14.1. 2010 წელს შემუშავებული თემთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვა და განახლება.

განახლებულია თემთან კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი.

დონორების მხარდაჭერა.

თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

14.2. გაცნობითი და განმარტებითი შეხვედრების ორგანიზება ადგილობრივ მოსახლეობასთან დაცული ტერიტორიების ფუნქციების, დაშვებული და აკრძალული ქმედებების გაცნობის მიზნით.

სულ მცირე 50 შეხვედრა მოსახლეობასთან წლის განმავლობაში.

შეხვედრების ანგარიშები, ფოტომასალა.

თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

14.3. რეგულარული შეხვედრების მოწყობა ადგილობრივ თემებთან მიმდინარე სიახლეების, თანამშრომლობის შესაძლებლობების, დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და პროექტების განხორციელების პროცესში, ადგილობრივი სათემო საბჭოების დახმარებით.

სულ მცირე 1 შეხვედრა კვარტალში.

სულ მცირე 50 მონაწილე.

შეხვედრის ოქმები.

მონაწილეთა სია.

შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა.

ადგილობრივ სათემო საბჭოებთან თანამშრომლობა.

14.4. თუშეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება.

ყოველწლიური შეფასების ანგარიში.

სოციო-ეკონომიკური შეფასების კითხვარები;

მონიტორინგის ანგარიშის დოკუმენტი.

თუშეთის დაცული ლანდშატის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.

14.5. მოსახლეობის აღქმის და ცნობიერების ამაღლების კვლევის მიზნით სპეციალური კითხვარის მომზადება და მის საფუძველზე შესაბამისი კვლევების ჩატარება.

მომზადებულია მოსახლეობის აღქმისა და ცნობიერების ამაღლების კვლევის კითხვარი.

კვლევის ანგარიში 3 წელიწადში ერთხელ.

მოსახლეობის აღქმისა და ცნობიერების ამაღლების კვლევის კითხვარი;

კვლევის ანგარიში

დონორების მხარდაჭერა.

14.6. თუშეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა საძოვრებისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე.

სულ მცირე ოთხი შეხვედრა ჩატარებულია დაინტერესებულ მხარეებთან (მწყემსებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ა.შ.).

მონაწილეთა სია.

შეხვედრების ნუსხა.

ანგარიშები შეხვედრების შესახებ.

შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა.

თუშეთის დაცული ლანდშატის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობ