ეკოტურიზმის პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას და გააძლიეროს არსებული პოტენციალი და შესაძლებლობები თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, ეკოლოგიური მთლიანობისა და დაცული ტერიტორიების ღირებულებების ხელყოფის გარეშე.

მიზანი 8. 2030 წლისთვის თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე განვითარებულია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, სერვისები და პროდუქტები ეკოლოგიური მთლიანობის ხელყოფის გარეშე.

ინდიკატორი 8.1.: 2030 წლისთვის, თუშეთის დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების, სერვისებისა და პროდუქტების მინიმუმ 70% განხორციელებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის სტრატეგიაში გამოვლენილი პრიორიტეტების მიხედვით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

8.1 თუშეთის დაცული ტერიტორიების (დაცულ ლანდშაფტთან ერთად) ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

შემუშავებულია ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი.

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან თანამშრომლობა.

გასათვალისწინებელია სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივა.

8.2 ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საპროექტო წინადადებების შემუშავება.

3 წელიწადში მინიმუმ 1 საპროექტო წინადადება.

საპროექტო წინადადებების დოკუმენტები.

დონორი ორგანიზაციების და მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერა.

გასათვალისწინებელია ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტის მოთხოვნები.

ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არსებობა.

8.3 ადგილობრივი ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიური ძეგლების ინტეგრაციის ხელშეწყობა ტურისტულ პროდუქტში.

სულ ცოტა 5 შესაბამისი ტურისტული პროდუქტის არსებობა.

პროდუქტების აღწერილობა.

თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან თანამშრომლობა.

გასათვალისწინებელია სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივა.

8.4 ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ სტრუქტურებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია ეკოტურიზმის და აგროტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე.

სულ მცირე 3 შეხვედრა ადგილობრივ სტრუქტურებთან;

სულ მცირე 2 შეხვედრა რეგიონულ სტრუქტურებთან;

სულ მცირე 1 შეხვედრა ცენტრალურ სტრუქტურებთან.

შეხვედრების ოქმები.

სააგენტოს მხარდაჭერა.

8.5 არსებული საინფორმაციო დაფების განახლება ჩანაცვლება ან დამატება.

მინიმუმ 20 საინფორმაციო დაფა დამატებულია, განახლებულია ან ჩანაცვლებულია.

საჭიროებიდან გამომდინარე დამატებული საინფორმაციო დაფების რაოდენობა.

საინფორმაციო დაფების განახლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ფოტოები.

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

8.6  ბიომრავალფეროვნებაზე დასაკვირვებლად ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ადგილების შერჩევა და მოწყობა.

იდენტიფიცირებულია და მოწყობილია ბიომრავალფეროვნების ობიექტებზე დაკვირვების სულ მცირე 1 ინფრასტრუქტურული ობიექტი.

დასაკვირვებელი ქოხი/სამალავი,მოწყობილი ბილიკი.

ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ფოტოები

დონორების მხარდაჭერა. კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა.

8.7 დაცული ტერიტორიისთვის შემოსავლების გაზრდის მიზნით, ფრინველებზე დაკვირვების პროგრამებისა და საინფორმაციო-საექსკურსიო ტურების განვითარება.

განვითარებულია სულ მცირე 1 ტური და 1 საინფორმაციო – საექსკურსიო პროგრამა.

განვითარებული ტური და საინფორმაციო – საექსკურსიო პროგრამა.

კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

8.8 თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან ერთობლივი ეკოტურისტული პროდუქტების შექმნა.

შექმნილია მინიმუმ ერთი ერთობლივი ეკოტურისტული პროდუქტი.

განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშები.

შექმნის შემთხვევაში სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის მართვის ორგანოსთან თანამშრომლობა.

8.9 არსებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის გეგმის შემუშავება და განხორციელება.

მოვლა-პატრონობის გეგმის განახლებული დოკუმენტი.

მოვლა-პატრონობის გეგმა.

განხორციელებული ქმედებები.

დონორის მხარდაჭერა.

8.10 კერძო სექტორთან ერთად თუშეთის ეროვნული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

კერძო სექტორთან ერთად განვითარებულია მინიმუმ 2 ინფრასტრუქტურული ობიექტი.

კერძო სექტორის მიერ მართული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა.

გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა.

კერძო სექტორთან თანამშრომლობა.

8.11 იჯარით და აღნაგობის უფლებით გაცემული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითრების პროექტების და მათი ექსპლოატაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი.

შედგენილია კონტროლის აქტი წელიწადში 2-ჯერ.

განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშები.

კერძო სექტორთან თანამშრომლობა.

მიზანი 9. 2030 წლისთვის, თუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მართვა ხორციელდება ტერიტორიის ეკოლოგიური მთლიანობის და კონსერვაციული ფასეულობების ხელყოფის გარეშე.

ინდიკატორი 9.1.: 2030 წლისთვის, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, 2022 წელთან შედარებით არ არის გაზრდილი კონსერვაციული ფასეულობების ხელყოფის შემთხვევები ვიზიტორთა მიერ.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

9.1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა გამტარუნარიანობის შეფასება.

ჩატარებული შეფასება.

შეფასების დოკუმენტი.

საჭიროებს პარტნიორების და დონორების დახმარებას.

თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებთან თანამშრომლობა.

გასათვალისწინებელია სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივა.

9.2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის ვიზიტორთა მართვის გეგმის შემუშვება.

შემუშვებულია ვიზიტოთა მართვის გეგმა.

გეგმის დოკუმენტი.

საჭიროებს პარტნიორების და დონორების დახმარებას.

თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებთან თანამშრომლობა.

გასათვალისწინებელია სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივა.

9.3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის (ვიზიტორთა მომსახურების, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებისთვის, რეინჯერებისთვის) ეკოტურიზმის, ვიზიტორთა მართვის, ბილიკების მარკირების საკითხებზე ტრენინგების ჩატარება.

ჩატარებულია სულ მცირე 6 ტრენინგის სესია.

ტრენინგის მასალები.

დამატებითი დაფინანსება.

მიზანი 10. 2030 წლისთვის, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პროცესში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოტენციალის გაძლიერებას და შემოსავლების ზრდას.

ინდიკატორი 10.1.: 2030 წლისთვის, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტები სრულად არის განხორციელებული და 2019 წელთან შედარებით მინიმუმ 30%-ით არის გაზრდილი შემოსავლები.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

10.1 ადგილობრივი გიდების ტრენინგების მხარდაჭერა.

ჩატარებულია სულ მცირე 3 ტრენინგი 9 წლის განმავლობაში.

ტრენინგის მასალები და ანგარიშები.

დონორების მხარდაჭერა.

თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

10.2 თუშეთის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებით.

გავრცელებულია სიახლეების რაოდენობა თუშეთის დაცული ტერიტორიების ფეისბუქ გვერდის, მუნიციპალიტეტისა და სხვა შესაბამისი ვებგვერდებისა და სოციალური მედიის საშუალებით.

სულ მცირე ერთი მედიატურია ორგანიზებული ყოველწლირად ეროვნული მედიის წარმომადგენლებისათვის.

ფეისბუქგვერდი და ვიზიტების სტატისტიკა.

რეკლამები, ვიდეორგოლები.

მედიაში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობა.

მედიატური.

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა

თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და მედიასაშუალებებთან.

10.3  ტუროპერატორებთან კომუნიკაცია ელექტრონული საშუალებით, სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

ტუროპერატორებთან გაგზავნილი ელექტრონული ინფორმაციის რაოდენობა.

ელექტრონული კომუნიკაციების აღრიცხვის ჟურნალი.

10.4  ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია და კოორდინაცია ეკოტურისტული პოტენციალის განვითარების საკითხებზე.

სულ მცირე 3 შეხვედრა ადგილობრივ სტრუქტურებთან.

სულ მცირე 2 შეხვედრა რეგიონულ სტრუქტურებთან.

სულ მცირე 1 შეხვედრა ცენტრალურ სტრუქტურებთან.

განხორციელებული პროექტების რაოდენობა.

შეხვედრების ოქმები.

სააგენტოს მხარდაჭერ