აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას და გააძლიეროს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინსტიტუციური საფუძვლები და შესაძლებლობები. პროგრამა, ძირითადად, მიმართულია საკმარისი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაძლიერებაზე, რათა შესაძლებელ იქნეს მენეჯმენტის გეგმის პროგრამების ეფექტური განხორციელება.

მიზანი 16. 2030 წლამდე პერიოდში უზრუნველყოფილია საკმარისი და მდგრადი დაფინანსება თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განხორციელებისთვის.

ინდიკატორი 16.1.: 2030 წლისთვის თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაფინანსება გაზრდილია 100%-ით 2022 წელთან შედარებით და უახლოვდება მის საბაზისო ფინანსურ საჭიროებას (2020 წელს CNF-ის ფინანსური საჭიროებების შეფასების შესაბამისად)

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

16.1. მენეჯმენტის გეგმის შესრულებისთვის ყოველწლიური ფინანსური საჭიროებების შეფასება პრიორიტეტების მიხედვით.

ყოველწლიური საოპერაციო გეგმის შემუშავებისას დაფინანსების საჭიროება და ნაკლოვანება განსაზღვრული და დოკუმენტირებულია.

შეფასების ანგარიშები.

16.2. დაფინანსების დამატებითი წყაროების (დონორების მოზიდვისა და შემოსავლების სხვა წყაროების გათვალისწინებით) შეფასება მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მიზნით.

ყოველწლიურად განახლებული პოტენციური დაფინანსების წყაროების ჩამონათვალი.

შემუშავებულია პოტენციური დონორებისა და პარტნიორების ნუსხა.

დაფინანსების წყაროების ჩამონათვალი.

დონორებისა და პარნიორების ნუსხა.

16.3. ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საპროექტო წინანდადებების შემუშავება და წარდგენა დამფინანსებელთან.

სულ მცირე ერთი საპროექტო წინადადება წარდგენილია ყოველ წელს.

პროექტების სულ მცირე 50% დაფინანსებულია.

საპროექტო წინადადებების ნუსხა.

დაფინანსებული პროექტების ნუსხა.

სააგენტოსთან, მეგობართა ასოციაციასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით.

მიზანი 17. 2030 წლისთვის თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ძირითადი საოპერაციო ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა გაუმჯობესებულია.

ინდიკატორი 17.1.: 2030 წლისთვის თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გააჩნია ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი ალვანში და ძირითადი საოპერაციო ბაზა (საველე და საოფისე ინვენტარი და აღჭურვილობა).

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

17.1. ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებების გამოვლენა, შეძენის დაგეგმვა და დაფინანსება საოპერაციო გეგმის ფარგლებში.

საოპერაციო გეგმა და ბიუჯეტი ხელმისაწვდომია.

საოპერაციო გეგმა.

შესყიდვების დოკუმენტაცია.

დონორის მხარდაჭერა.

17.2. ადმინისტრაციის ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის რეგულარული შეკეთება და განახლება.

საშუალოდ წლიურად ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის 90% ფუნქციონირებს.

ტექნიკული აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შესახებ ჩანაწერები.

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა

17.3. ქვემო ალვანში ადმინისტრაციული შენობის და ვიზიტორთა ცენტრის აშენება და მოწყობა.

ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენებული და მოწყობილია ქვემო ალვანში.

ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი.

დონორების მხარდაჭერა.

17.4. სოფელ ომალოში ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის რეკონსტრუქცია.

განახლებული ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი.

რეკონსტრუირებული ვიზიტორთა ცენტრი.

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა

მიზანი 18. 2030 წლამდე პერიოდში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების ცოდნა, შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები გაუმჯობესებულია.

ინდიკატორი 18.1.: 2030 წლამდე პერიოდში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანაშრომელთა 90%-ის კვალიფიკაცია ამაღლებულია (2020 წელს CNF-ის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების შეფასების“ დოკუმენტის შესაბამისად).

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების

საშუალებები

წინაპირობა

18.1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის ტრენინგების ჩატარება მენეჯმენტის საკითხებში (ლიდერობა, ეფექტური მართვა, კონფლიქტების მართვა, კომუნიკაცია, პრეზენტაციისა და ინტერპრეტაციის უნარები, საზოგადოებასთან ურთიერთობები, დონორებთან კომუნიკაცია და ფონდების მოძიება).

სულ მცირე ერთი 2-დღიანი ტრენინგი 5 მონაწილისთვის ტარდება ყოველწლიურად.

ტრენინგის ანგარიშები.

დონორების მხარდაჭერა.

18.2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაბამისი პერსონალისათვის ტრენინგების ჩატარება კომპიუტერულ პროგრამებში (GIS, MS Word, Excel, Access, Power point, Tripple I და ა.შ.).

სულ მცირე ერთი 5-დღიანი ტრენინგი ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, თანამშრომლების მინიმუმ 80%-თვის.

ტრენინგის ანგარიშები.

დონორების მხარდაჭერა.

18.3. შესაძლებლობების გაძლიერებისთვის აუცილებელი საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტების გამოვლენა ყოველი საოპერაციო გეგმის ციკლში.

შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებების ნუსხა ხელმისაწვდომია.

შესაძლებლობების გაძლიერების შეფასების ანგარიში.

გარე ექსპერტების ჩართვა.

თავი VII. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინ