აღნიშნული პროგრამის მიზანია ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის ინსტიტუციური საფუძვლებისა და შესაძლებლობების შექმნა-გაძლიერება. პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია საკმარისი ფინანური რესურსების მოზიდვასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაბამისი უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ცოდნის განმტკიცებაზე, მენეჯმენტის გეგმის პროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით.
მიზანი 14. მენეჯმენტის გეგმის განხორციელებისთვის უზრუნველყოფილია საკმარისი და მდგრადი დაფინანსება.
ინდიკატორი 14.1: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თვითშეფასების მიხედვით, ადმინისტრაციას გააჩნია საკმარისი და მდგრადი ფინანსური რესურსი.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
14.1. მენეჯმენტის გეგმის შესრულებისათვის საჭირო ფინანსური საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტული დაფინანსების მიმართულებების განსაზღვრა.
ყოველწლიურად ხდება საჭიროებებისა და დაფინანსების ნაკლოვანებების შეფასება ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის მიერ.
საოპერაციო გეგმის შემუშავებისას ხდება დაფინანსების საჭიროებისა და ნაკლოვანების განსაზღვრა.
წლიური და 3 საოპერაციო გეგმის მომზადებისთვის შემუშავებული საჭიროებებისა და დაფინანსების ნაკლოვანებების ანგარიშები.
სსიპ დაცული ტერიტორიების საგენტოს ჩართულობა.
14.2. დაფინანსების დამატებითი წყაროების (დონორების მოზიდვისა და შემოსავლების სხვა წყაროების გათვალისწინებით) შეფასება.
ყოველწლიურად ხდება პოტენციური დაფინანსების წყაროების შეფასება და განახლება.
შემუშავებულია პოტენციური დონორებისა და პარტნიორების ნუსხა.
დაფინანსების პოტენციური წყაროების ჩამონათვალი.
დონორებისა და პარტნიორების ნუსხა.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და პარტნიორების მხარდაჭერა.
14.3. საპროექტო წინანდადებების შემუშავება და წარდგენა დამფინანსებელთან,სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით.
ყოველწლიურად სულ მცირე ერთი საპროექტო წინადადება წარდგენილია დონორებისთვის დასაფინანსებლად.
2029 წლამდე წარდგენილი პროექტების სულ მცირე 50% დაფინანსებულია.
საპროექტო წინადადებების ნუსხა.
დაფინანსებული პროექტების ნუსხა.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.
მიზანი 15. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის ძირითადი საოპერაციო ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა გაუმჯობესებულია.
ინდიკატორი 15.1: 2031 წლისთვის ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციას გააჩნია გამართული ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, სხვა დამხმარე ნაგებობები და ძირითადი საოპერაციო ბაზა (საველე და საოფისე ინვენტარი და აღჭურვილობა).
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
15.1. საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის შეძენის დაგეგმვა და დაფინანსება საოპერაციო გეგმის ფარგლებში.
2023 წლისთვის ჭაჭუნის აღკეთილის ადმინისტრაციას აქვს საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის სია.
2027 წლისთვის ჭაჭუნის აღკეთილის ადმინისტრაციას მიღებული აქვს საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება.
საოპერაციო გეგმები.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.
15.2. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციისთვის შესაბამისი აღჭურვილობისა და მასალების შეძენა და მიწოდება, არსებული ბიუჯეტის საფუძველზე
საოპერაციო ფაზებში განხორციელებულია ყველა შესყიდვა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ბიუჯეტი.
შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სსიპ
–დაცული ტერიტორიების სააგენტოს
მხარდაჭერა.
15.3. ადმინისტრაციის ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის რეგულარული შეკეთება და განახლება.
საშუალოდ, წლიურად ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის 90% ფუნქციონირებს.
ტექნიკული აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შესახებ ჩანაწერები.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.
15.4. რეინჯერთა სადგურის შენობის რეაბილიტაცია.
2023 წლისთვის ჭაჭუნის აღკვეთილში არსებული რეინჯერთა სადგური რეაბილიტირებულია.
მიღება ჩაბარების აქტი, რეაბილიტაციის შედეგების ფოტომასალა.
სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.
მიზანი 16. 2031 წლამდე პერიოდში ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლების ცოდნა, შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები გაუმჯობესებულია.
ინდიკატორი 16.1.: 2031 წლამდე პერიოდში ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანაშრომელთა 90%–ის კვალიფიკაცია ამაღლებულია (2020 წლის CNF–ის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების შეფასების“ დოკუმენტის შესაბამისად).
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
16.1. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციისთვის ტრენინგების ჩატარება მენეჯმენტის საკითხებში (ეფექტური მართვა, კონფლიქტების მართვა, კომუნიკაცია, პრეზენტაციისა და ინტერპრეტაციის უნარები, საზოგადოებასთან ურთიერთობები, დონორებთან კომუნიკაცია და ფონდების მოძიება).
ყოველწლიურად ტარდება სულ მცირე ერთი ორდღიანი ტრენინგი 5 მონაწილისთვის.
ტრენინგების მასალები, ტრენინგების შეფასებები, მონაწილეთა სია, ფოტომასალა.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.
დონორების დახმარება.
16.2. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის შესაბამისი პერსონალისათვის ტრენინგების ჩატარება კომპიუტერული პროგრამების (GIS, MS Word, Excel, Access, Power point, და ა.შ.) საკითხებზე.
ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, სულ მცირე, ერთი ორდღიანი ტრენინგი ჭაჭუნას აღკვეთილის თანამშრომლებისათვის, რომელსაც ესწრება თანამშრომლების მინიმუმ 80%.
ტრენინგების მასალები, ტრენინგების შეფასებები, მონაწილეთა სია, ფოტომასალა.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
მხარდაჭერა.
დონორების დახმარება.
16.3. შესაძლებლობების გაძლიერებისთვის აუცილებელი დამატებითი საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტების გამოვლენა
2023 წლისთვის ხელმისაწვდომია შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებების ნუსხა.
შესაძლებლობების გაძლიერების შეფასების ანგარიში.