გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული ღირებულებების დაცვას ჭაჭუნის აღკვეთილში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა/ფერმერები, დაცული ტერიტორიების ვიზიტორები და სხვა) მიმართული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი საქმიანობისა და ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მეშვეობით.

მიზანი 10. დაინტერესებული მხარეების ცნობიერება ჭაჭუნის აღკვეთილის როლის, მნიშვნელობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის შესახებ ამაღლებულია.

ინდიკატორი 10.1: 2031 წლისთვის დაინტერესებული მხარეების – მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, ფერმერები, ბიზნესი და დაცული ტერიტორიების ვიზიტორების – ჩართულობა გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიებში გაზრდილია 10-15%-ით 2022 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

10.1. საოპერაციო გეგმით გათვალისწინებული ეკოსაგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.

გეგმაში გაწერილი ქმედებების მინიმუმ 80% შესრულებულია პირველი 3-წლიანი საოპერაციო ფაზის დასასრულს.

ჩატარებული ღონისძიებების დამადასტურებული მასალები: ანგარიში, მონაწილეთა სიები, ფოტომასალა.

სსიპ
– დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.

10.2. სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე გათვლილი ეკოსაგანამანათლებლო პროგრამების მომზადება და განხორციელება.

მომზადებული და დანერგილია მინიმუმ 4 ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა.

ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები.

სსიპ − დაცული ტერიტორიების  სააგენტოს მხარდაჭერა.

დონორების მხარდაჭერა.

ექსპერტების ჩართულობა.

10.3. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად ნორჩი რეინჯერის პროგრამის დანერგვა.

2023 წლამდე მომზადებული და ინიცირებულია ნორჩი რეინჯერების პროგრამა;

2023 წლამდე ჩამოყალიბებულია ნორჩი რეინჯერების ჯგუფები.

ნორჩი რეინჯერების პროგრამის დოკუმენტი.

ნორჩი რეინჯერების ჯგუფების წევრების სიები.

დონორების მხარდაჭერა.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.

10.4. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარება მწვანე კალენდრის მიხედვით.

ყოველწლიურად ჩატარებულია მინიმუმ 5 გარემოსდაცვითი ღონისძიება ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის ინიციატივით.

ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშები.

ფოტომასალა.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა.

10.5. ეკოტურების მოწყობაში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა.

ყოველწლიურად ჭაჭუნის აღკვეთილში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ჩატარებულია მინიმუმ 1 ეკოტური.

ჩატარებული ეკოტურების შესახებ ანგარიშები.

ფოტომასალა.

10.6. ეკოკლუბების ჩამოყალიბება და მხარდაჭერა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის   სოფლების სკოლებში, ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციასთან და სკოლებთან თანამშრომლობით.

2031 წლამდე ჩამოყალიბებულია მინიმუმ 5 ეკოკლუბი, რომელიც თანამშრომლობს ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციასთან.

ეკოკლუბების მიერ ყოველწლირად ხორციელდება მინიმუმ 3 აქტივობა ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციასთან ერთად.

შექმნილი ეკოკლუბების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ეკოკლუბების მიერ ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციასთან ერთად განხორციელებული აქტივობების ანგარიშები და ფოტომასალა.

ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერ