საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის მიზანია დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით ჭაჭუნის აღკვეთილის ცნობადობისა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან დადებითი კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მიზანი 11. ჭაჭუნის აღკვეთილი ცნობადი და საინტერესოა ფართო საზოგადოებაში.

ინდიკატორი 11.1: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს ჭაჭუნის აღკვეთილის ცნობადობისთვის ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების წლიური რაოდენობა გაორმაგდა, 2022 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

11.1. კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

2023 წლისთვის შემუშავებულია კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2024-2029 წლებისთვის.

სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და დონორის/პარტნიორების დახმარება.

11.2. საინფორმაციო, საკომუნიკაციო მასალების (ბუკლეტები, პოსტერები, კალენდრები, ვიდეო-რგოლები, რეკლამები, პრეზენტაციები, ა.შ.) მომზადება დაცული ტერიტორიებისა და სხვა თემატიკაზე.

2030 წლამდე მომზადებული და გავრცელებულია სულ მცირე 5 სახეობის საინფორმაციო/საკომუნიკაციო მასალა.

ბეჭდური მასალა.

ვიდეომასალა.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობა, დონორების დახმარება, გარე ექსპერტების ჩართვა, პარტნიორებთან თანამშრომლობა.

11.3. რეგიონში გამართულ სხვადასხვა სახალხო ღონისძიებებსა და დღესასწაულებში მონაწილეობა.

ყოველწლიურად 1 ღონისძიებაში მონაწილეობა.

ღონისძიების შესახებ ანგარიში, ღონისძიებაზე წარმოდგენილი ინფორმაცია ჭაჭუნის აღკვეთილის შესახებ, ფოტომასალა.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს

მხარდაჭერა.

მიზანი 12. დამყარებულია ახალი და გაუმჯობესებულია უკვე არსებული თანამშრომლობა სამთავრობო უწყებებთან, დონორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ინდიკატორი 12.1.: პარტნიორებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებების, აქტივობებისა და პროექტების რაოდენობა გაზრდილია 50%-ით მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლისთვის, 2020 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

12.1. თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დონორებთან, ჭაჭუნის აღკვეთილში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერმერული მეურნეობების განვითარების მიზნით.

2025 წლისთვის ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებებისა და მომზადებული დოკუმენტების რაოდენობა.

პარტნიორებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მომზადებული ანგარიშები, მონაწილეთა სია, ფოტომასალა.

პარტნიორებთან ერთად მომზადებული თემატური დოკუმენტები.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დახმარება.

დონორის მხარდაჭერა.

12.2 რეგულარული შეხვედრების მოწყობა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან (ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, განათლების, მეცნიერების სამინისტრო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

ყოველწლიურად ტარდება სულ მცირე 2 შეხვედრა პარტნიორ უწყებებთან.

შეხვედრების ოქმები, მონაწილეთა სიები, ფოტომასალა.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დახმარება.

12.3.  ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების, აქტივობებისა და გარემოსდაცვითი კამპანიების მოწყობა და/ან მათში მონაწილეობის მიღება.

ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია ყოველწლიურად მონაწილეობს სულ მცირე 2 ღონისძიებაში, ან კამპანიაში, რომელიც ორგანიზებულია ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის, ან სხვა უწყება/ორგანიზაციების მიერ.

შეხვედრების ოქმები, მონაწილეთა სიები, ფოტომასალა.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დახმარება.

მიზანი 13.   გაუმჯობესებულია ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებთან თანამშრომლობა და გაზრდილია მათი ჩართულობა ჭაჭუნის აღკვეთილის მართვაში.

ინდიკატორი 13.1:  მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს ადგილობრივი საზოგადოების დამოკიდებულება, მოსახლეობის აღქმისა და ცნობიერების კვლევის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია სულ მცირე 50%-ით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

13.1. გაცნობითი და განმარტებითი შეხვედრების ორგანიზება ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღკვეთილის რესურსებით მოსარგებლეებთან დაცული ტერიტორიების ფუნქციების, დაშვებული და აკრძალული ქმედებების გაცნობის მიზნით.

ტარდება სულ მცირე 20 შეხვედრა მოსახლეობასთან და რესურსით მოსარგებლეებთან.

შეხვედრების ოქმები, მონაწილეთა სია, ფოტომასალა.

13.2. ინფორმირების მიზნით რეგულარული შეხვედრების მოწყობა ადგილობრივ ფერმერებთან მიმდინარე სიახლეების, თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ, მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღებისა და პროექტების განხორციელების პროცესში.

ყოველ კვარტალში სულ მცირე 2 შეხვედრა ტარდება დაინტერესებულ მხარეებთან.

შეხვედრის ოქმები, მონაწილეთა სია, ფოტომასალა.

13.3.   სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება სპეციალური კითხვარის საშუალებით. ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებისა და სოციო–ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება.

ყოველ საოპერაციო ფაზაში ერთხელ ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების სოციო-ეკონომიკური მონიტორინგი.

სოციო-ეკონომიკური შეფასების გამოკითხის შედეგების ანგარიში.

13.4. ფერმერებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა საძოვრებისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე.

ყოველწლიურად სულ მცირე ოთხი შეხვედრა ტარდება დაინტერესებულ მხარეებთან (მწყემსებთან, ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლებთან და ა.შ.) საძოვრებისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე.

შეხვედრის ოქმები, მონაწილეთა სია, ფოტომასალ