ჭაჭუნის აღკვეთილის მართვა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების ყველა ძირითადი ღირებულების კონსერვაციას და ამავდროულად უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბუნებრივი რესურსების მდგრად, სამართლიან და თანაბარ გამოყენებას კანონმდებლობის გათვალისწინებით. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამა მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები და ამავდროულად დაარეგულიროს საძოვრების და წყლის რესურსების მართვის საკითხები.
მიზანი 5. ჭაჭუნის აღკვეთილის ბუნებრივი რესურსების მდგრადად გამოყენება უზრუნველყოფილია.
ინდიკატორი 5.1: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების დასასრულისთვის, სულ მცირე, არ იზრდება დეგრადირებული საძოვრების ფართობი და არ მცირდება ტყის ფართობი 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
5.1. ტყეების აღრიცხვა და ტყის მართვის გეგმის მომზადება.
2023 წლისთვის ჩატარებულია ტყეების აღრიცხვა და მომზადდებულია ტყის მართვის გეგმა.
ტყის მართვის გეგმის დოკუმენტი.
დონორის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
5.2. საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი სახეობების მდგომარეობის შესწავლა.
შესწავლილი „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი მცენარეების გავრცელების ადგილები და სახეობების რაოდენობა.
საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი სახეობების გავრცელების რუკა.
დონორის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
5.3. საძოვრების ჰაბიტატების და ბიომრავალფეროვნების შეფასების და მათი დაცვის ღონისძიებების გათვალისწინებით 2023 წლისთვის საძოვრების მართვის გეგმის განახლება და მის მიხედვით საძოვრების მართვა.
განახლებული ჭაჭუნის აღკვეთილის საძოვრების მართვის გეგმა, რომლის მიხედვითაც შემუშავებულია საიჯარო ხელშეკრულებები, დგინდება ძოვების ნორმები პირუტყვის სიმჭიდროვე და ა.შ.
საძოვრების მართვის გეგმა.
საიჯარო ხელშეკრულებების ასლები.
დონორის მხარდაჭერა.
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
5.4. 2023 წლისთვის ჭაჭუნის აღკვეთილის საძოვრების შესახებ
მონაცემთა ბაზის შედგენა.
მომზადებულია ჭაჭუნის აღკვეთილის საძოვრების კომპიუტერული მონაცემთა ბაზა.
საძოვრების შესახებ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის ფაილი.
დონორის მხარდაჭერა;
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
5.5. თანამშრომლობა აღკვეთილის ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალურ ხელისუფლებასთან.
ბუნებრივი რესურსების მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომლობის წილი, სადაც ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები მონაწილეობდა.
ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ოქმი ბუნებრივი რესურსების მართვის შესახებ, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
5.6. ჭაჭუნის აღკვეთილში მდ. იორიდან წყალაღების საქმიანობების შეფასება და რეგულირება.
2023 წლისთვის შესწავლილი და შეფასებულია წყალაღების საჭიროებები და საქმიანობები.
წყალმოხმარების და წყალაღების კვლევის მასალები 2023 წლამდე;
წყალაღების გეგმა 2024 წლიდან.
დონორის მხარდაჭერა;
თანამშრომლობა კვლევით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთა