1. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტერიტორიაზე ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზებისა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ) ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დრონით და ფოტოხაფანგებით გადაღება;

რ) ჭაჭუნის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვა და საკვებური მოედნების მოწყობა, თიბვა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საფუტკრეების მოწყობა, ასევე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

2. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე დაშვებულია „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.

4. სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაშვებულია საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობა, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო ზონისა და ზოლის ფარგლებში სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება.

5. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ნებისმიერი დაშვებული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით.

თავი 6. მენეჯმენტის გეგმის პროგრამე