1. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის შენობა მთელი წლის განმავლობაში ღიაა ვიზიტორებისთვის, აქ შესაძლებელია ეკოტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანგარიშსწორება და ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება.
2. ადმინისტრაციას არ ჰყავს ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი, ამიტომ ინფორმაციის მიწოდება ხდება ბუნებრივი რესურსების სპეციალისტის მიერ, რომელსაც ეხმარება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი. სტუმრებს, რეგისტრაციის დროს, მიეწოდებათ საჭირო ინფორმაცია ჭაჭუნის აღკვეთილში ვიზიტორთა ქცევის წესებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე, გადაუდებელი დახმარების სერვისთან დაკავშირებული საკონტაქტო ინფორმაცია.
3. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციას ეკოტურისტული აქტივობების განსახორციელებლად გააჩნია შემდეგი სახის რესურსები:
ა) ტურისტული სასტუმრო სახლი ჭაჭუნის აღკვეთილში, სველი წერტილით, 4 ნომრით, სადაც 10 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, კვების ორგანიზების გარეშე (საჭიროებს გაუმჯოებსებას);
ბ) აღჭურვილობა გასაქირავებლად (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, ზურგჩანთა).
4. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს შემდეგი სახის ეკოსტურისტულ მომსახურებებს:
ა) ფრინველებზე დაკვირვების და სპორტული თევზაობის ტურების ორგანიზება აღკვეთილის ტერიტორიაზე;
ბ) სასტუმრო სახლის დაჯავშნა;
გ) გამყოლის მომსახურების უზრუნველყოფა.
5. აღკვეთილის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, ვიზიტორები იხდიან თანხას ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სერვისებში, როგორიცაა: ღამისთევა ჭაჭუნის აღკვეთილის სასტუმრო სახლში და კარავში, სპორტული თევზაობა, საკარვე აღჭურვილობის გაქირავება. გიდის და გამყოლის მომსახურება არ არის ადმინისტრაციის სერვისი, თუმცა, ისინი აწვდიან შესაბამის ინფორმაციას და რეკომენდაციას. ფასები ფიქსირებულია (თუმცა, წლის ან სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს). გარკვეულ სერვისზე არსებობს ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.
6. ჭაჭუნის აღკვეთილი ვიზიტორებისთვის წარმოადგენს ველური ბუნების, სათავგადასავლო მოგზაურობის არეალს. ჭაჭუნის აღკვეთილი მთელი წლის მანძილზე ღიაა ვიზიტორებისთის.
7. ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი); სპორტულ-სამოყვარულო თევზაობისთვის საუკეთესო პერიოდი გრძელდება აპრილიდან ივლისის ბოლომდე.
8. ვიზიტორებისათვის საინტერესოა ასევე ენდემური სახეობების (ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა) ყვავილობის პერიოდი, რომელიც გრძელდება აპრილიდან მაისის ბოლომდე; საკმლის ხის ნაყოფის მწიფობის პერიოდი გრძელდება სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე.
9. 2021 წლიდან საბუკო ჭაჭუნის აღკვეთილში ბუნების კონსერვაციაზე ორიენტირებუკლი ვიზიტორთა მომსახურების სერვისების შექმნისა და განვითარების ორწლიან პროქტს ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფარგლებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღკვეთილში მოეწყოს კოტეჯი, ფრინველებზე დასაკვირვებელი პუნქტი, საკემპინგე და ლეშიჭამია ფრინველთა რესტორანი. ამჟამად შემუშავებულია ზემოქმედების კვლევის ანგარიში და დაწყებულია ეკოტურისტული ობიექტების დაგეგმვის სამუშაოები.
10. ჭაჭუნის აღკვეთილში შესაძლებელია საგანმანათლებლო, სალაშქრო, სამეცნიერო, ფრინველებზე დაკვირვებისა და სამოყვარულო თევზჭერის ტურების დაგეგმვა.
11. 2019 წელს ჭაჭუნის აღკვეთილს ესტუმრა 3060 ვიზიტორი, 2020 წელს 1063 ვიზიტორი, ხოლო 2021 წელს 2109 ვიზიტორი. ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება გამოწვეულია ახალი კორონავირუსით (COVID 19) გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარ