1. მთიანი და ტყიანი ლანდშაფტების კომბინაცია მრავალრიცხოვანი ჩანჩქერებით, მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობით სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესების მქონე ვიზიტორს იზიდავს.
2. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო სპექტრს სთავაზობს ვიზიტორებს: სალაშქრო და საცხენოსნო ბილიკები, გასეირნება, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების დათვალიერება, ვიდეო და ფოტოგადაღება, საგანმანათლებლო და კულტურული ტურები, დაკვირვება ფრინველებზე და სხვა ცხოველებზე, მათ შორის ველურ ჩლიქოსნებზე, საზაფხულო ბანაკები და სხვა.
3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია თანამშრომლობს მომსახურების ადგილობრივ მომწოდებლებთან (სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები). ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ვიზიტორებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა სასტუმროს, ცხენების, გიდების, ტრანსპორტირების, კვების მომსახურება და სხვ