1. დაცული ტერიტორიების წვლილი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში ძირითადად გულისხმობს ტურიზმთან დაკავშირებული ადგილობრივი რესურსების განვითარების ხელშეწყობას, როგორიცაა: განთავსება, კვება, ტრანსპორტირება, ტურისტული აქტივობები, ინფრასტრუქტურა, სანახაობები, კომუნიკაციები და სხვა დაქვემდებარებული სერვისები. დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროექტის (მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით) ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით მოხდა კერძო მეწარმეების მხარდაჭერა საოჯახო ტიპის სასტუმროების დაარსებაში (2007).

2. ამ რეგიონში ვიზიტორების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე, გამასპინძლებასთან დაკავშირებული მომსახურებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძო წარმოებებმა მოახდინა სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში ინვესტირება და ახალი ობიექტების გახსნა ქ. ლაგოდეხში.

3. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს SPPA-საქართველოს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ტურიზმის ეკონომიკური გავლენა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“ თანახმად, ლაგოდეხის რეგიონის ეკონომიკაში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ – ტურიზმიდან მიღებული რეგიონული შედეგის ეფექტის მაჩვენებელი, დაახლოებით 8,129,821 ლარია.

4. აღკვეთილის ალპური საძოვრები გამოიყენება საზაფხულო საძოვრებად. აღკვეთილის ტყიდან შეშით მარაგდება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ასევე ხდება სხვადასხვა არამერქნული ტყის პროდუქტების შეგროვება, როგორიცაა წაბლი, კაკალი, სამკურნალო მცენარეები, სოკო და ა.შ.

5. ლაგოდეხის აღკვეთილიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება წყალაღება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლით მომარაგებისათვის. წყალაღება ხდება კერძო ბიზნესების მიერაც, იყენებენ სარწყავი მიზნებისთვის.

თავი III. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი მიზნე