1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია მოსწავლე-ახალგაზრდობის გარემოსდაცვითი განათლების, საველე გაკვეთილების ჩატარების, ბუნებაში ქცევის წესების შესწავლისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.
2. დაცული ტერიტორიები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა (კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში) მცენარეთა და ცხოველთა კვლევებისთვის, სასკოლო და სტუდენტური საველე პრაქტიკისთვის.
3. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ეკოსაგანმანათლებლო მიმართულებით, ძირითადად, მიმდებარე სოფლების სკოლებსა და, ზოგადად, კახეთის რეგიონის მოსახლეობასთან. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ადმინისტრაცია ატარებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებისათვის; ადმინისტრაცია ასევე თანამშრომლობს საზოგადოებრივი კოლეჯი „აისის“ ლაგოდეხის ფილიალთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აგრარულ უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვ