1. დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში. კარგად მართული დაცული ტერიტორია უზრუნველყოფს იქ არსებული ჰაბიტატების დაცვას, მიწათსარგებლობის ცვლილების პრევენციას და დეგრადირებული ტერიტორიების აღდგენას, ეს კი ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას. დაცული ტერიტორიები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ სერვისებს და ამით ზრდიან კლიმატის ცვილებისადმი მედეგობას. თუმცა, კლიმატის ცვლილება, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თვითონ დაცულ ტერიტორიებზეც. ამის გამო ბევრმა დაცულმა ტერიტორიამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს თავისი ფუნქცია – დაიცვას ძირითადი სახეობები და მათი ჰაბიტატები.
2. კლიმატის ცვლილების სცენარის მიხედვით 2041-2070 და 2071-2100 წლებში საბაზისო პერიოდთან (1971-2000) მიმართებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დათბობა. ეს ცვლილება ზეგავლენას იქონიებს საქართველოს დაცული ტერიტორიების ყველა ეკოსისტემაზე მეტ-ნაკლებად, თუმცა ყველაზე სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები მაღალმთაშია მოსალოდნელი, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ ბიომში. კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ზედა საზღვრის ვერტიკალურად მაღლა წანაცვლება შეამცირებს ისედაც ვიწრო სუბალპურ და ალპურ ზონას და, შესაბამისად, საფრთხეს შეუქმნის იქ არსებული იშვიათი სახეობების (არჩვი, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, შურთხი, როჭო და სხვ.) ჰაბიტატებს. კლიმატის ცვლილების შედეგად, შეფასებების მიხედვით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ინვაზიური სახეობების ზეგავლენის მიღმა დარჩება, თუმცა შესაძლოა გაიზარდოს არსებული მავნებლებისა და დაავადებების გააქტიურება.
3. კლიმატის ცვლილებასთან ერთად სავარაუდოა ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურებაც. დაცულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, ბოლო წლებში, გააქტიურებულია ბუნებრივი კატასტროფები. ძლიერი გადაუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 2011 და 2018 წლებში ძლიერი წყალდიდობები დაფიქსირდა. 2011 წლის წყალდიდობისას ადიდებულმა მდინარეებმა 100-წლოვანი ხეები ჩამოიტანეს, დაზიანდა ტურისტული ინფრასტრუქტურა (ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკები). საყურადღებოა, რომ ლაგოდეხში გაზრდილია თვის და წლის მანძილზე ერთ დღეში მოსული ნალექების მაქსიმალური რაოდენობა. კლიმატის ცვლილებასთან ერთად მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2041-2070 წლებში გაიზარდოს 20%-ით, ხოლო 2071-2100 წლებში 9%-ით, რაც სავარაუდოდ გაზრდის გეოლოგიური პროცესების აქტივობა