1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, რომელიც ერთ-ერთია 14 სახელმწიფო ნაკრძალსა (IUCN Ia კატეგორია) და 23 აღკვეთილს (IUCN-ის IV კატეგორია) შორის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
2. ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც შეიქმნა 1912 წელს, პირველი ოფიციალურად დაარსებული დაცული ტერიტორიაა საქართველოში. აქ წარმოდგენილია ძირითადად ხელუხლებელი ტყე, ძუძუმწოვართა კარგად შენარჩუნებული პოპულაციების დიდი მრავალფეროვნება და ენდემიზმის მაღალი დონე. ქვეყნის მასშტაბით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ეროვნული ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით.
3. კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის მიხედვით (Ecoregional Conservation Plan (ECP) For The Caucasus 2020 Edition) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საკონსერვაციო ლანდშაფტის „აღმოსავლეთ დიდი კავკასიონი“ ნაწილს და საკვანძო ბიომრავალფეროვნების ადგილს „ლაგოდეხი“ (Key Biodiversity Area – Lagodekhi 107).
4. სამხრეთ-აღმოსავლეთით მასთან ყველაზე ახლოსაა ვაშლოვანის, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – თუშეთის დაცული ტერიტორიებ