1. მენეჯმენტის გეგმა განახლებულია მოქმედი პროცედურების სრული დაცვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ; ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, GEF-UNDP-ის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის და საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელის კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით.
2. მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი შედგებოდა შემდეგი ეტაპებისგან:
ცხრილი 1: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების ეტაპები
N
თარიღი
აქტივობა
1
15.03.2021
სამუშაო შეხვედრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან მენეჯმენტის გეგმის განახლების პროცესის სამუშაო გეგმის განსახილველად/შესათანხმებლად.
2
7-8, 12.04.2021
ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით: (ა) მენეჯმენტის გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიის გაცნობა; (ბ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებების, მათი საფრთხეების და საფრთხის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა; (გ) დაინტერესებული მხარეების ფართო ჯგუფების განსაზღვრა.
3
24.05.2021
სამუშაო შეხვედრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონაწილეობით: დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის შემუშავება.
4
04.06.2021
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სამუშაო ვერსიის (მენეჯმენტის გეგმის I-III თავი), შერჩეული ბიომრავალფეროვნების ღირებულებებისთვის იდენტიფიცირებული პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის დოკუმენტის განხილვა.
5
15.06.2021
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით: პატრულირების და კანონაღსრულების პროგრამის შემუშავება.
6
30.06.2021
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით: ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროგრამის შემუშავება.
7
14.07.2021
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით: ეკოტურიზმის პროგრამის შემუშავება.
8
22.07.2021
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით: ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და ხანძრის, მავნებლების, დაავადებების და ინვაზიური სახეობების პროგრამების შემუშავება.
9
28.07.2021
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით: ეკოგანათლების და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამების შემუშავება.
10
04.08.2021
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით: ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის შემუშავება.
11
16.12.2021
სამუშაო შეხვედრა სააგენტოს და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან მენეჯმენტის გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიის შესათანხმებლად.
12
17.03.2022
მენეჯმენტის გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილ