1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები განლაგებულია აზერბაიჯანისა და დაღესტნის (რუსეთის ფედერაცია) საზღვრებთან. ზაქათალას სახელმწიფო ნაკრძალი (IUCN Ia კატეგორია) აზერბაიჯანში მდებარეობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღმოსავლეთით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტლიარატას აღკვეთილი (IUCN-ის IV კატეგორია) დაღესტანში. ლაგოდეხის, ზაქათალასა და ტლიარატას დაცული ტერიტორიები ერთად ქმნის დიდ საკონსერვაციო არეალს, ბუნებრივი პროცესების ეკოლოგიური სტაბილურობისა და გენეტიკური გაცვლის უზრუნველსაყოფად.

2. ზაქათალას დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება კავკასიური კეთილშობილი ირმისა და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ტრანსასაზღვრო მონიტორინგი უნიფიცირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. ადმინისტრაციებს შორის ხდება მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცვლა.

3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების 88% ფრინველთა კონსერვაციის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ნაწილია ((IBA) GEO 24), რომლის ფართობი შეადგენს 23,065.35 ჰა-ს.

4. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს ზურმუხტის ქსელის პირველ ტერიტორიას საქართველოდან. 2017 წლის 5-8 დეკემბერს, ქ. სტრასბურგში (საფრანგეთი) გამართულ, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის“ (ბერნის) კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 37-ე შეხვედრაზე ლაგოდეხის (GE0000001) დაცულ ტერიტორიებს მიენიჭა ზურმუხტის ტერიტორიების სტატუს