1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ჰავა სიმაღლებრივი გავრცელებით არის გამოხატული. აქ წარმოდგენილია კლიმატის შემდეგი ტიპები:
ა) ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში;
ბ) ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში;
გ) ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში;
დ) ზომიერი ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით. ნალექების მინიმუმით ზამთარში.
2. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვერტიკალური გავრცელება განაპირობებს მნიშვნელოვან განსხვავებებს ნალექების რაოდენობასა და საშუალო წლიურ ტემპერატურას შორის.
3. ქ. ლაგოდეხისა და დაცული ტერიტორიების ქვედა ზონაში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 1,100 მმ-ია და სიმაღლის ცვლასთან ერთად იზრდება, ხოლო დაცული ტერიტორიების უმაღლეს წერტილში 2,000-2,200 მმ-აც აღწევს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში, ხოლო მინიმალური – დეკემბერსა და იანვარში. წელიწადში საშუალოდ 133 წვიმიანი დღეა. თოვლის სტაბილური საფარი მაღალ ზონებში ნოემბრიდან შეინიშნება და მაისამდე დევს (ე.ი. წელიწადში დაახლოებით 160 დღის განმავლობაში).
4. ქ. ლაგოდეხში საშუალო წლიური ტემპერატურა 12-13°C ფარგლებში მერყეობს, ხოლო 3,500 მ.ზღ.დ – 3.2°C-დან-0.3°C-მდე. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი ზაფხულში +38°C-ია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი ზამთარში -23°C-ი