1. კლიმატი კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე არის ტენიანი და თბილი. მაგრამ, არამარტო მისი გაშლილი მდებარეობა განაპირობებს კლიმატს დაცულ ტერიტორიებზე, არამედ შავი ზღვის სიახლოვე და ტერიტორიის კომპლექსური ოროგრაფია. კინტრიშის დაცული ტერიტორიები არის უკიდურესად ნესტიანი მისი შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის ქედს შორის მდებარეობის გამო. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვერტიკალური ზონირების შედეგია კლიმატის ვერტიკალური ზონალურობა დაცული ტერიტორიების ფარგლებში.

2. ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე, სადაც გადის შერეული კოლხური ტყეების ზედა საზღვარი, საშუალო ტემპერატურა შეადგენს 120C. ყველაზე ცივი თვეა იანვარი. საშუალო ტემპერატურა აგვისტოში არის 240C. აბსოლუტური მინიმუმი იშვიათად ჩამოდის 100C-ის ქვემოთ.

3. 500-1,000 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ზომიერად ცივი ზამთარი ხანგრძლივი თოვლის საფარით ჩვეულებრივი მოვლენაა. ზაფხული არის თბილი და ხანგრძლივი. ნალექების რაოდენობა არის 2,500 მმ-ზე მეტი. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 10-110C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა არის – 120C.

4. 1,000-1,800 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, საშუალო ტემპერატურა შეადგენს 8.5-90C. ყველაზე ცივი თვე არის იანვარი − საშუალო ტემპერატურით 0.50C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა მერყეობს – 16-170C ფარგლებში. ყველაზე თბილი თვე აგვისტოა, საშუალო ტემპერატურით 15-15.50C. ნალექების წლიური რაოდენობა არის 3000 მმ.

5. 1,800-2,400 მ სიმაღლის ზღვრებში ზაფხული მოკლეა და ზამთარი გრძელი. ვეგეტაციის პერიოდი გრძელდება 3.5-4.5 თვე. თოვლის საფარი გვიან გაზაფხულზე ჩვეულებრივი მოვლენა