1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტები შემდეგნაირია (დანართი 6. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტები):

ა) მთისწინეთის ბორცვიანი ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი კოლხურ ტყეებთან ერთად;

ბ) ქვედა მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი კოლხური ჰემიჰილეებით;

გ) საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარი და წიფლნარ-წაბლნარი ტყეებით, მარადმწვანე ქვეტყით ზოგან შქერიანით (Rhododendron ponticum L.);

დ) საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარ-მუქწიწვიანებითა და მუქიწვიანებით (აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი), მარადმწვანე ქვეტყით;

ე) ჰიდრომორფული და სუბჰიდრომორფული ლანდშაფტები: დაჭაობებული უბნები და ჭალის ლანდშაფტების არეალები არყის ხის, ზოგან ფიჭვის (კავკასიური ფიჭვის, კოხის ფიჭვის) ტყეებითა და პონტოური მუხის დაბალტანიანი ტყეებით;

ვ) მაღალი მთის დენუდაციური და პალეოგლაციალური ლანდშაფტი მაღალბალახოვანი და ხშირბალახოვანი მდელოების კომპლექსით, ბუჩქნარებითა და ტანბრეცილი ტყეებით (წიფლისა და არყის ხის);

ზ) ზედა მთის ეროზიულ-დენუდაციური, იშვიათად პალეოგლაციალური ლანდშაფტი და ჭალის ლანდშაფტის არეალები.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიის მცენარეული საფარი საქართველოს მცენარეულობის ზონირების მიხედვით განეკუთვნება დასავლეთ კავკასიურ-კოლხურ ტიპს (ზაზანაშვილი და სხვ., 2000) და ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით. ტერიტორიის ფარგლებში გვხვდება ტენიანი თერმოფილური კოლხური ფართოფოთლოვანი ტყის ზონა, ტენიანი წიფლის ტყის ზონა, შერეული ტენიანი წიწვოვანი ტყის ზონა, სუბ-ალპური ტანბრეცილი ტყის და სუბ-ალპური მდელოები ზონები. ვერტიკალური ზონირებისდა მიხედვით აღსანიშნავია შემდეგი ჰაბიტატები:

ა) ტენიანი თერმოფილური კოლხური ფართოფოთლოვანი ტყე გვხვდება ზღვის დონიდან 100-1,200 მ ფარგლებში და გააჩნია 2 ქვე-ზონა: შერეული ფართოფოთლოვანი ტყის ზოლი და წაბლის ტყის ზოლი. შერეული ფართოფოთლოვანი ტყე გვხვდება 500 მ სიმაღლემდე, მაშინ, როდესაც წაბლის ტყის ზოლი გადაჭიმულია 500-1,100 მ სიმაღლეზე. შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები შედგება 14-20 მ სიმაღლის სახეობებისგან, რომელთა შორისაა აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky), კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica Grossh), კავკასიური ცაცხვი (Tilia begoniifolia Stev (Tilia caucasica Rupr.)), წაბლი (Castanea sativa Mill) და სხვ. და ქვეტყე − 4-12 მ სიმაღლის ხეები და ბუჩქნარი, ძირითადად თხილი (Corylus avellana Linne), ხეჭრელი (Frangula alnus Mill), ჩვეულებრივი ძახველი (Viburnum opulus Linne), ანწლი (Sambucus nigra Linne), etc.) და 2-3 მ სიმაღლის მარადმწვანე და ფართოფოთლოვანი ბუჩქნარი, როგორებიც არის შქერი (Rhododendron ponticum Linne), წყავი (Laurocerasus officinalis M.Roem), კოლხური ბაძგი (Ilex colchica Pojark), კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark), იელი (Rhododendron luteum Sweet), ხისმაგვარი შტოში (Vaccinium arctostaphylos Linne), და უფრო იშვიათი ევროპული ჭანჭყატი (Euonymus leiophlea L.). ლიანები, როგორიცაა კოლხური სურო (Hedera colchica C.Koch), კატაბარდა (Clematis vitalba Linne), სვია (Humulus lupulus Linne), მაკრატელა (Periploca graeca Linné), ცხრატყავა (Lonicera caprifolium Linne) რომლებიც ტიპიურია შერეული კოლხური ტყისთვის. აქ აგრეთვე გვხვდება ბალახოვანი მცენარეულობა.

ბ) წაბლის ტყეები გავრცელებულია 500 და 1,000-1,100 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და დომინირებს ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill) და აღმოსავლეთის წიფელი (Fagus orientalis Lipsky) ძირითადად. გარდა ამისა, გვხვდება შემდეგი სახეობები: კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica Grossh), მურყანი (Alnus barbata C.A. Mey), კავკასიური ცაცხვი (Tilia caucasica Rupr., Tilia begoniifolia Stev (Tilia caucasica)), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis (L.) Peterm), შიშველი თელადუმა (Ulmus scabra Mill. (Syn – Ulmus grabla). ქვედა იარუსი შედგება კოლხური ქვეტყისგან ბუჩქნართან ერთად (დეკას, მოცვს და სხვა). ლიანებიდან აქ გვხვდება კოლხური სურო (Hedera colchica C. Koch), კატაბარდა (Clematis vitalba Linne), სვია (Humulus lupulus Linne), მაკრატელა (Periploca graeca Linne).

გ) წიფლის ტყის სარტყელი გავრცელებულია 1,000-2,100 მ სიმაღლეზე. აღმოსავლურ წიფელთან ერთად (Fagus orientalis Lipsky) ქვედა საზღვარში გავრცელებულია ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill), კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica Grossh), კავკასიური ცაცხვი (Tilia caucasica), და კოლხური ქვეტყე, რომელიც შედგება იელის (Rhododendron ponticum Linne), ხისმაგვარი შტოშის (Vaccinium arctostaphylos Linne), იელი (Rhododendron luteum Sweet), პონტოს შქერი (Rhododendron ponticum L.), უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii L.), კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum Pall.), და სხვა სახეობებისგან. ზედა საზღვარზე შესაძლოა აღმოსავლური წიფელი და კავკასიური (ნორდმანის) სოჭის ცალკეულ სახეობებთან (Abies nordmanniana (Stev.) Spach) და აღმოსავლურ ნაძვთან (Picea orientalis (L.) Peterm) ერთად იყოს წარმოდგენილი.

დ) წიწვოვანი ტყეები გვხვდება 1,800-2,100 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ეს სარტყელი წარმოდგენილია კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana (Stev.) Spach), აღმოსავლური ნაძვის (Picea orientalis (L.) Peterm) და აღმოსავლურ წიფელის (Fagus orientalis Lipsky) ტყეებით კოლხურ ქვეტყესთან ერთად.

ე) სუბალპური ტანბრეცილი ტყე, ბუჩქნარი და სუბალპური მდელოები გავრცელებულია 1,800-2,400 მ სიმაღლეზე. აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis Lipsky) ტიპიურ ტანბრეცილ ტყეებთან ერთად გვხვდება მეჭეჭიანი არყი, ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii Doluch), ასევე ენდემური და რელიქტური სახეობები: მედვედევის არყი (Betula medwedewii Regal), პონტოს მუხა (Quercus pontica C.Koch), ხეჭრელი (Rhamnus imeretina Booth), მთის მოცხარი (Ribes biebersteinii Berland). ბუჩქნარიანი ქვეტყე მდიდარია მცენარეული სახეობებით, მათ შორის დეკა (Rhododendron caucasicum Pall), წყავი (Laurocerasus officinalis M.Roem), კოლხური ბაძგი (Ilex colchica Pojark), დაფნა (Daphne albowviana Linne), და სხვ. მაღალი ბალახოვანი მცენარეულობიდან − გუგულის სელი (Polystichum lobatum (Huds.) C. Presl.), ირმის ენა (Phyllitis scolopendrium (L.) Newman), მედვედევის ისლი (Carex medwedewii Leskov), ისლურა (Luzula pseudosudetica V.Krecz), კესანე (Myosotis amoena Ruprand others) არის წარმოდგენილი აქ. კოლხური დეკიანები წარმოდგენილია დეკას (Rhododendron caucasicum Pall) დამოუკიდებელი სახეობებით ჩრდილო და დასავლეთ ფერდობებზე.

ვ) სუბალპურ მდელოებზე გვხვდება მაღალი ბალახოვანი მცენარეულობა და შედგება სამი ძირითადი − მარცვლოვანი კულტურების, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი და ნაირბალახოვანი მდელოებისგან. ყვითელთავთავა (Anthoxanthum odoratum Linne), მახრჩობელა (Deschampsia caespitosa (L.) P. Beauv.), ოქროშვრია (Trisetum flavescens Linne), ტიმოთეს ბალახის (Phleum alpinum Linne, Ph. Nodosum. Linne) სახეობები, ალპური ლურჯი ბალახი (Poa supina Schrad., P. Alpina Linne), ველის წივანა (Festuca supina Schur.), ანემონი(Anemone fasciculata Linne), ბეტონიკა (Betonica grandiflora), კავკასიური კულმუხო (Inula glandulosa Lamand) ტიპიურია 2,200-2,400 სიმაღლეზე მდებარე მინდვრებისთვის.

ზ) ნაშალ-ღორღიანებისთვის დამახასიათებელია მარწყვბალახი (Potentilla brachypetala Fisch. & C.A.Mey. ex Lehm), ქოთანა (Silene physocalyx Ledeb.), პაედოროტელა (Paederotella pontica Rupr/ex Boiss), პონტოს მუზარადა (Scutellaria pontica C.Koch), ფხიჯები (Saxifraga repanda WilldexSternb), და დიყი (Heracleum albovii Manden).

თ) კინტრიშის დაცული ტერიტორიები მოიცავს ჰაბიტატებს, რომლებიც ითვლება ზურმუხტის ქსელის ნაწილად. ეს არის მაღალ პრიორიტეტული ტერიტორიების ქსელი, რომელიც ითვალისწინებს პან-ევროპული ველური ფლორისა და ფაუნის და მათი ბუნებრივი ჰაბიტატის შენარჩუნებას, რომელიც 1998 წელს დაიწყო ევროპის საბჭოს მიერ როგორც მათი სამუშაოს ნაწილი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონსერვაციის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია). კინტრიშის დაცული ტერიტორიები თავისი სრული ფართობით (13,437ჰა) ოფიციალურად წარმოადგენს ზურმუხტის ქსელის საიტს (ნოემბერი, 2018), რეგისტრაციის ნომრით GE0000014 –Kintrishi (დანართი 7: ზურმუხტის ქსელის ადგილები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე).

3. წიფლის ტყის მასივები, ოლიგოტროფული ტენიანი საძოვრები, ბალკანო-პონტოს ნაძვნარები, კავკასიური ნაძვის ტყეები, ტენიანი საძოვარი სავარგულები კინტრიშის დაცულ ტერიტორიების ზურმუხტის ქსელის შემადგენელი ჰაბიტატები