1. წარსულში კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებულია მთელი რიგი სამეცნიერო კვლევებისა. ამავდროულად, აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს გააჩნია საკმაოდ მაღალი პოტენციალი სამომავლოდ სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგისთვის. პრიორიტეტულია კოლხური ფლორის, ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, გლობალური გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი, რელიქტური და ენდემური სახეობების კვლევა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ასევე საყურადღებოა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გამო (უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია მე-16 მუხლში).

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის ძირითად ჯგუფები უფრო მრავალმხრივად უნდა იქნეს შესწავლილი. უნდა ჩატარდეს ტყის ინვენტარიზაცია.

3. კინტრიში არის საინტერესო კულტურული და ისტორიული ძეგლების გამო (დანართი 13).

4. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, ადმინისტრაცია მუშაობს 39 საჯარო სკოლასთან, ერთ საჯარო კოლეჯთან − "ახალი ტალღა" და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით, 39 სასწავლო დაწესებულებაში ჩატარდა სემინარები, მათ შორის სკოლებში, კოლეჯში და უნივერსიტეტში და მონაწილეობა მიიღო 1,498 სკოლის მოსწავლემ, 163 პედაგოგმა, 22 მოსწავლემ და 375 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

5. კინტრიშის ადმინისტრაცია დაცულ ტერიტორიებზე მასპინძლობს ექსკურსიებს, ორგანიზებას უწევს დასუფთავების ღონისძიებებსა და ეკობანაკებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ასევე ორგანიზებულ იქნა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის თამაშები. 2016 წელს ქობულეთის ორი სკოლიდან კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს ეწვია 46 სკოლის მოსწავლე. 2016-2017 წლებში რვა სკოლისთვის იქნა ორგანიზებული თამაშები "რა, სად, როდის“. მთელ რიგი ღონისძიებები ტარდება მწვანე კალენდრის მიხედვით, მაგალითად, 2016 წელს ოჩხამურის საჯარო სკოლის 35 სკოლის მოსწავლე და 5 პედაგოგი ჩართული იყო ხეების დარგვის ღონისძიებაში, რომელიც „ტყის საერთაშორისო დღეს“ მიეძღვნა. 2018 წელს, ამავე დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 24 სკოლის მოსწავლემ და 3 პედაგოგმა. ეროვნული პარკებისა და ნაკრძალებისადმი მიძღვნილ დღეს, დასუფთავების პროცესში 30 სკოლის მოსწავლე და 4 მასწავლებელი ჩაერთო.

6. 35 სკოლის დირექტორი წიგნის „ყველაფერი დაცული ტერიტორიების შესახებ“ პრეზენტაციას დაესწრო. ეს წიგნი სოფელ ჭახათში სკოლის 30 მოსწავლესა და 3 პედაგოგს გადაეცა საჩუქრა