1. შენარჩუნებულია კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი ლანდშაფტები და გეომორფოლოგიური წარმონაქმენები. ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციების კონსერვაცია ხდება ბუნებრივ და პრაქტიკულად ხელუხლებელ გარემოში. უზრუნველყოფილია უნიკალური და ენდემებით მდიდარი შერეული კოლხური ტყეები, შერეული ფოთლოვან-წიწვოვანი ტყეები და ალპური მცენარეული კომპლექსების კონსერვაცია.
2. ზემოთ აღნიშნული ზოგადი გრძელვადიანი მიზანი შეიძლება განისაზღვროს კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის იდენტიფიცირებული ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებებისთვის. პირველი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან 25 წლის შემდეგ:
ა) კოლხური შერეული ფოთლოვანი ტყეების კონსერვაციის სტატუსი, კოლხური შერეული წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, აგრეთვე კინტრიშის დაცული ტერიტორიების სუბ-ალპური ტანბრეცილი ტყეების კონსერვაციის სტატუსი შენარჩუნებული ან გაუმჯობესებულია 2019 წელთან შედარებით, ტყით დაფარული ფართობი შენარჩუნებულია ან გაზრდილი, ტყის კორომის მახასიათებლები ასახავენ ჯანსაღ, თითქმის ბუნებრივ ან ბუნებრივ ტყეებს, მნიშვნელოვანი ტყის მცენარეული სახეობები, მათ შორის რელიქტური, ენდემური, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი და მნიშვნელოვანი სახეობები, როგორიცაა მედვედევის არყის ხე (Betula medwedewii Regal), პონტოს მუხა (Quercus pontica K.Koch), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni Trautv), კოლხური ბაძგი (Ilex colchica Pojark), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sartiva MilLinnaeus), კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark), ჩვეულებრივი ურთხელი (Taxus baccata Linne), აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis (L.) Peterm), კავკასიური სოჭი (Abies nordmaniana (Stev.) Spach) და სხვ. სახეობები და სხვები წარმოადგენენ მინიმუმ იგივე რაოდენობას, როგორც 2019 წელს, და მცენარეთა მავნებლების რაოდენობა დაბალ დონეზეა;
ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ყველა სუბალპური მდელოს აქვს საშუალო ან დაბალი დეგრადაცია 2019 წელთან შედარებით, რომელიც ასახულია საძოვრების დეგრადაციის ინდექსებში;
გ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდინარეები, ღელეები და ტბები ხელს უწყობენ ენდემური და გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ჯანსაღი და მრავალფეროვანი სახეობების, მათ შორის მდინარის კალმახის (Salmo trutta fario) და შავი ზღვის ორაგულის (Salmo labrax) არსებობა