1. ზოგადი: თუშეთის ეროვნული პარკის, ისევე როგორც თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნებრივი ლანდშაფტები და ჰაბიტატები დაცული და, საჭიროების შემთხვევაში, კანონით დაშვებულ ადგილებში აღდგენილია. ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციები და ჯგუფები დაცულია მათ ბუნებრივ და დიდწილად უცვლელ გარემოში. თუშეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეროვნულ და გლობალურ დონეზე საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გენოფონდის გრძელვადიან კონსერვაციას. სახეობების პოპულაციის რაოდენობა გაიზარდა და მიაღწია ტერიტორიისთვის დამახასიათებელ მიახლოებით ბუნებრივ ტევადობას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ზოგადი გრძელვადიანი მიზანი შეიძლება განისაზღვროს თუშეთის დაცული ტერიტორიების იდენტიფიცირებული ძირითადი ბიომრავალფეროვნების და გეომორფოლოგიური ღირებულებებისთვის. მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან 25 წლის შემდეგ:

ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების ფიჭვნარების და არყნარების კონსერვაციის სტატუსი შენარჩუნებული ან გაუმჯობესებულია 2021 წელთან შედარებით, ტყით დაფარული ფართობი შენარჩუნებულია ან გაზრდილი, ტყის კორომის მახასიათებლები ასახავენ ჯანსაღ, თითქმის ბუნებრივ ან ბუნებრივ ტყეებს, მნიშვნელოვანი ტყის მცენარეული სახეობები, მათ შორის არყი (ლიტვინოვის არყი (Betula litvinowi) და რადეს არყი (Betula raddeana), ფიჭვი (Pinus kochiana) და სხვები წარმოადგენენ მინიმუმ იგივე რაოდენობას, როგორც 2021 წელს და მცენარეთა მავნებლების რაოდენობა მინიმალურია;

ბ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ალპურ და სუბალპურ მდელოებს აქვთ საშუალო ან დაბალი დეგრადაცია 2020 წელთან შედარებით, რომელიც ასახულია საძოვრების დეგრადაციის ინდექსებში;

გ) მაღალი მთის ეკოსისტემები, სუბალპური ტყეები (ლიტვინოვის არყი (Betula litvinowi) და რადეს არყი (Betula raddeana), ალპური და სუბალპური მდელოები, მაღალმთის ჭაობები, სუბნივალური და ნივალური ეკოსისტემები იქ არსებული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით – ფოცხვერი (Lynx lynx), ჯიქი (Panthera pardus), აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), არჩვი (Rupicapra rupicapra), ნიამორი (Carpa aegagrus), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), კავკასიური როჭო (Lirurus mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus), მთის არწივი (Aquila chrysaetos), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), დინიკის გველგესლა (Vipera dinniki) წარმოადგენენ მინიმუმ იგივე რაოდენობას, როგორც 2021 წელ