1. თუშეთის დაცული ტერიტორიები მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გარემოსდაცვითი განათლების დონის ასამაღლებლად, საველე გაკვეთილების ჩასატარებლად, ბუნებაში ქცევის წესების შესწავლისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოში.

2. თუშეთი უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა (კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში) მცენარეთა და ცხოველთა კვლევებისთვის, სასკოლო და სტუდენტური საველე პრაქტიკისთვის.

3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, ატარებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებას რეგიონის სკოლის მოსწავლეთათვის, ასევე, თანამშრომლობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებთან, ხელს უწყობს ზაფხულის პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ეკობანაკების მოწყობას და სტუდენტთა პრაქტიკის განხორციელებას, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა