1. ველური ბუნების, მთისა და ტყის ლანდშაფტებისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის ერთობლიობა იზიდავს სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებს.
2. თუშეთში მოხვედრა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი საავტომობილო გზის და საქართველოში ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილის – აბანოს უღელტეხილის (2,960 მ) გავლითაა შესაძლებელი.
3. დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული აქტივობების ფართო სპექტრი არსებობს: სალაშქრო და საცხენოსნო ბილიკები (რაც რამდენიმედღიანი მოგზაურობის საშუალებას იძლევა), სამთო ველოსიპედით გასეირნება, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების დათვალიერება, ვიდეოდა ფოტოგადაღება, საგანმანათლებლო და კულტურული ტურები, დაკვირვება ფრინველებზე და ცხოველებზე, მათ შორის ველურ ჩლიქოსნებზე, საზაფხულო ბანაკები და სხვა.
4. თუშეთის ფიჭვნარები შერწყმული მაღალი მთის კლიმატთან იძლევა სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივას.
5. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მომსახურების ადგილობრივ მომწოდებლებთან. ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა: სასტუმროს, ცხენების, გიდების, ტრანსპორტირების, კვების და სხვ