1. თუშეთი, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მხრივ, ერთ-ერთი უმდიდრესი მხარეა საქართველოში. გეოგრაფიულმა იზოლაციამ და ცხოვრების დამახასიათებელმა წესმა ხელი შეუწყო თუშეთის თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციების წარმოშობას. თუშური ცხოვრების წესი და ტრადიციები არა მარტო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის ამ მხარეს, არამედ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების საუკეთესო მაგალითებს იძლევა.
2. კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილები დაცულია და წარმოადგენს ვიზიტორთა პროგრამის შემადგენელ ნაწილს ეკოსისტემის პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებთან ერთად. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ახმეტის მუნიციპალიტეტი და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ეფექტურად თანამშრომლობენ კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლა