1. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის შედეგად, ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიებზე წარმატებით ვითარდება ბუნებაზე ორიენტირებული მდგრადი ტურიზმი, სადაც ვიზიტორებისთვის უზრუნველყოფილია სუფთა, უსაფრთხო და მასტიმულირებელი გარემო. ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს გარკვეული წვლილი შეაქვს ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის განვითარებაში.

2. კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილები დაცულია  და წარმოადგენს ვიზიტორთა პროგრამის შემადგენელ ნაწილს ეკოსისტემის პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებთან ერთად. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია,  სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ეფექტურად თანამშრომლობენ კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლა