1. ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების მდგომარეობა: ჭაჭუნის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნების ღირებულებები და მდგომარეობის ატრიბუტები განისაზღვრა თითოეული ძირითადი სახეობისთვის და მაქსიმალურად შეგროვდა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ (იხ. ცხრილი 2). ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციაში მწირი მონაცემები და ინფორმაცია მოიპოვება ეკოსისტემებისა და სახეობების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ჭაჭუნის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების სრულყოფილად გასაგებად საჭირო იქნება დამატებითი კვლევები და ინფორმაციის შეგროვება პირველი მენეჯმენტის გეგმის განხორციელების განმავლობაში.

ცხრილი 2: ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებები და შესაბამისი ატრიბუტების არსებული მდგომარეობა

ღირებულებები

მდგომარეობის ატრიბუტი

არსებული მდგომარეობა

მდინარე ივრის ჭალის ტყე  – riverside woodswoods

ტყის ფართობი

1394 ჰა

სტანდარტული კორომის მახასიათებლები

ტყის აღრიცხვის განახლებული მონაცემები არ არსებობს. ტყის ბოლო აღრიცხვის სამუშაოები ჩატარდა 1985 წელს. 2019 წელს საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკომ განახორციელა მდინარე ივრის ჭალის ტყის სიჯანსაღის შეფასება.

ძირითადი სახეობების არსებობა

წარმოდგენილია შემდეგი სახეობები:

ჭალის მუხა (Quercus pedinculiflora)

შიშველი თელადუმა (Ulmus glabra)

პატარა თელადუმა (Ulmus minor)

ჭალის ვერხვი (Populus hibrida)

თეთრფოთოლა ვერხვი(Populus alba)

მავნებლების არსებობა

ჭაჭუნის აღკვეთილში და ბუფერულ ზონაში განხორციელებული ენტომოლოგიური კვლევებით გაზაფხულზე შეინიშნება საკმლის ხეებზე მავნებლის - ფსტის არაფარდი აბრეშუმქსოვია (ფსტის არაფარდი ტალღურაა) -  Parocneria (Ocneria) terebynthi  ინტენსიური გამრავლება და საკმლის ხეების დაზიანება.

2019 წელს ჩატარებული შეწამვლისა და 2020 წლის ძლიერი წვიმების შედეგად მასიურად განადგურდა პარაზიტი.

მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებულია მცირე რაოდენობით პარაზიტის მატლები:

მუხის ფოთოლხვევია (Tortix viridana);

ვერხვის ფოთოლჭამია (Melacosus Populi).

სოკოვანი დაავადებებიდან:

1.მუხის მოთეთრო სოკო (Sohirophyllum commune);

2.მუხის მურა სიდამპლე (Daedialla guercina);

3.თელის ჰოლანდიური დაავადება (Pholiporus sguamsus);

4.აბედა სოკო (Fomes igniarus).

საკმლის ხე (Pistacia mutica)

რიცხოვნობა (რაოდენობა)

გავრცელების არეალი, სიჯანსაღე.

საკმლის ხე (კევის ხე, საღსაღაჯი) Pistacia mutica Fisch. & C.A. Mey. მიეკუთვნება თუთუბოსებრთა (Anacardiaceae) ოჯახს. იგი უძველესი მესამეული პერიოდის რელიქტურ სახეობად არის მიჩნეული.

დაცვის სტატუსი: შესული არის IUCN-ის „წითელ ნუსხაში“. სტატუსით - LC.

სახეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს:

მეცხოველეობისა და მესაქონლეობის განვითარება, კერძოდ, ძოვების შედეგად ახალაღმონაცენების დაზიანება და განადგურება;

ბიოლოგიური რესურსების შეგროვება: მცენარის მიწისზედა ნაწილების შეგროვება, ტყის ჭრა და მერქნის დამზადება;

კლიმატის ცვლილება და მკაცრი/სუსხიანი ამინდები/გაუდაბნოება.

ჭალის მუხა (Quercus longipes Steven)

რიცხოვნობა (რაოდენობა)

გავრცელების არეალი

1985 წელს ჩატარებული ტყეთმოწყობის მონაცემების მიხედვით   ჭალის მუხის გავრცელების არეალი დაახლოებით 2170 ჰა-ს, ხოლო რაოდენობა შეადგენს 151 ცალს.

სახეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს:

ბიოლოგიური რესურსების შეგროვება: მცენარის მიწისზედა ნაწილების შეგროვება, ტყის ჭრა და მერქნის დამზადება;

ძოვების შედეგად მუხის აღმონაცენის დაზიანება და განადგურება;

კლიმატის ცვლილება და მკაცრი/სუსხიანი ამინდები/გაუდაბნოება;

მდინარე იორის დატბორვის რეჟიმის ცვლილება.

შავი ღვია (Juniperus foetidisima)

მრავალნაყოფა ღვია (Junipereta polycarpos)

რიცხოვნობა (რაოდენობა)

გავრცელების არეალი

1985 წელს ჩატარებული ტყეთმოწყობის მონაცემების მიხედვით შავი და მრავალნაყოფა ღვიების გავრცელების არეალი დაახლოებით 3730 ჰა-ს შეადგენს, რაოდენობა -558 ცალს.

ორივე სახეობა შესულია IUCN-ის „წითელ ნუსხაში“.სტატუსი - LC.

იდენტიფიცირებული საფრთხეები:

ძოვების შედეგად ახალაღმონაცენის დაზიანება და განადგურება;

ბუნებრივი სისტემების მოდიფიკაცია, ხანძრები.

სამხრეთის აკაკი (Celtis australis)

რიცხოვნობა (რაოდენობა)

გავრცელების არეალი

1985 წელს ჩატარებული ტყეთმოწყობის მონაცემების მიხედვით   სამხრეთის აკაკის გავრცელების არეალი დაახლოებით 1500 ჰა-ს შეადგენს, ხოლო რაოდენობა 30 ერთეულს არ აღემატება.

სახეობა შესულია IUCN-ის „წითელ ნუსხაში“.სტატუსი - LC.

იდენტიფიცირებული საფრთხეები:

ბიოლოგიური რესურსების გამოყენება: ტყის ჭრა და შეშის დამზადება;

დაავადებების არსებობა;

ძოვების შედეგად ახალაღმონაცენის დაზიანება და განადგურება.

ლელიანის კატა (Felis chaus)

რიცხოვნობა (რაოდენობა)

გავრცელების არეალი

ადმინისტრაციის მონაცემებით რაოდენობა მერყეობს 40-50-ის ფარგლებში.

გავრცელებულია აღკვეთილის მთელ ტერიტორიაზე.

სახეობა შესულია IUCN-ის „წითელ ნუსხაში“. სტატუსი - LC.

იდენტიფიცირებული საფრთხეები:

სოფლის მეურნეობა: მეცხოველეობის განვითარება;

ბიოლოგიური რესურსების გამოყენება (მიწისზედა ცხოველებზე ნადირობა და დაჭერა, ტყის ჭრა და შეშის დამზადება);

ჭალის ტყის დეგრადაცია.

ბექობის არწივი (Aquila heliaca)

რიცხოვნობა (რაოდენობა)

გავრცელების არეალი

ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე მხოლოდ 3 - 5 წყვილია.

სახეობა შესულია IUCN-ის „წითელ ნუსხაში“ სტატუსი - VU.

იდენტიფიცირებული საფრთხეები:

ხე-მცენარეების პლანტაციების გაშენება აღკვეთილის მიმდებარედ;

ბიოლოგიური რესურსების გამოყენება (მიწისზედა ცხოველებზე ნადირობა და ჭერა, ტყის ჭრა და შეშის დამზადება);

ადამიანის შეჭრა და შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია ადამიანის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საქმიანობით.

თეთრკუდა ფსოვი  (Haliaeetus albicilla)

ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე საბუკოს მონაცემებით არის 2 წყვილი.

სახეობა შესულია IUCN-ის „წითელ ნუსხაში“ სტატუსი - LC, GRL – EN.

იდენტიფიცირებული საფრთხეები:

ხე-მცენარეების პლანტაციების გაშენება აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიებზე;

ბიოლოგიური რესურსების გამოყენება (მიწისზედა ცხოველებზე ნადირობა და ჭერა, ტყის ჭრა და შეშის დამზადება);

ადამიანის შეჭრა და შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია ადამიანის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საქმიანობით.

2. სხვა ღირებულებების მდგომარეობა. ჭაჭუნის აღკვეთილის სხვა ღირებულებები უშუალოდ ეკოსისტემის სერვისებზეა დამოკიდებული (ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო, ტურისტული და საერთო სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები).

3. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიების პოტენციური სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ეკოტურისტული და საერთო სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები ამჟამად სრულყოფილად არ არის რეალიზებულ