1. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები მოცემულია ცხრილ 3-ში, ხოლო ინდიკატორები დანართი 18-ში.
ცხრილი 3: სამიზნე ღირებულებების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები
პირდაპირი საფრთხე
დაკავშირებული არაპირდაპირი ფაქტორები
დაზიანებული ძირითადი ღირებულებები
პირველადი იერსახის კარგვა
1. ადამიანის ზემოქმედება (მწყემსი);
2. მსხვილფეხა საქონლის და ცხვრის ზემოქმედება;
3. უკონტროლო ძოვება;
4. კლიმატის ცვლილება;
5. დალის წყალსაცავის აშენება და წყლის დინების კანონზომიერების დარღვევა;
6. აღსრულების არასაკმარისი ეფექტურობა.
ჭალის ტყე
დაბინძურება
1. ადამიანის ზემოქმედება (ვიზიტორები, მწყემსები, მეთევზეები);
2. მსხვილფეხა საქონლის და ცხვრის ზემოქმედება;
3. აღსრულების არასაკმარისი ეფექტურობა.
ჭალის ტყე, ლელიანის კატა,ბექობის არწივი, თეთრკუდა ფსოვი.
დაზიანება
1.ადამიანის ზემოქმედება (ტრანსპორტის გადაადგილება);
2.მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიებზე;
3. მსხვილფეხა საქონლის და ცხვრის შესვლა ტერიტორიაზე/გადაჭარბებული ძოვება;
4. უკონტროლო წყალაღება;
5. დალის წყალსაცავის აშენება და წყლის დინების კანონზომიერების დარღვევა;
6. აღსრულების არასაკმარისი ეფექტურობა.
ჭალის ტყე, ლელიანის კატა.
ხანძრები
1.კლიმატის ცვლილება;
2. საგანგებო მართვის გეგმის არარსებობა
3.აღსრულების ეფექტურობის შეზღუდვები;
4.ბუფერულ ზონაში საძოვრების გადაწვის პრაქტიკის არსებობა.
ჭალის ტყე, ლელიანის კატა, საკმლის ხე, შავი ღია, მრავალნაყოფა ღვია, სამხრეთის აკაკი, ჭალის მუხა
ეროზია
1. კლიმატის ცვლილება;
2. ძოვების არამდგრადი პრაქტიკები;
3. წყალმოვარდნები.
ჭალის ტყე
გადაძოვება
1. არასაკმარისი ცოდნა საძოვრების მართვასთან დაკავშირებით;
2. აღსრულებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
ჭალის ტყე,ჭალის მუხა,საკმლის ხე.
დაავადებები
მავნებელი მწერების მონიტორინგის შეზღუდული შესაძლებლობები.
საკმლის ხე,ჭალის მუხა.
შეწუხება
ხანძარი;
ინფრასტრუქტურული პროექტები;
ვიზიტორთა არასაკმარისად ეფექტური მართვა;
ვიზიტორთა შეზღუდული ინფრასტრუქტურა;
წყალაღება;
ბრაკონიერობა;
სამონადირეო მეურნეობის სიახლოვე.
ლელიანის კატა,ბექობის არწივი,საკმლის ხე,თეთრკუდა ფსოვი.
ბრაკონიერობა
სპორტული ინტერესი;
ადამიანისა და მტაცებლის კონფლიქტი;
ინტერესი რეკრეაციულ ნადირობასთან დაკავშირებით;
ნადირობაზე მოთხოვნა;
ნადირობის ტრადიციები რეგიონში;
ნანადირევზე მოთხოვნა;
კანონაღსრულების ეფექტურობის შეზღუდვები;
სამონადირეო მეურნეობის არსებობა.
ლელიანის კატა,ბექობის არწივი,თეთრკუდა ფსოვი.
საშუალო
დაბალი
2. ჭაჭუნის აღკვეთილის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ეკოტურისტულ და საერთო სოციალურ-ეკონომიკურ ღირებულებებთან დაკავშირებული მთავარი საფრთხეები გავლენას ახდენს ეკოსისტემის შესაძლებლობებზე - უზრუნველყოს ეკოსისტემის სერვისები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ღირებულებებს.
3. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია ტერიტორიის დაცვას ახორციელებს პატრულირების მეშვეობით. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულია საპატრულო მარშრუტები, რომელის მოიცავს ყველა კვარტალს. პატრულირების სამოქმედო გეგმა-გრაფიკის შემუშავება მიმდინარეობს ყოველთვიურად. პატრულირების მარშრუტების დაგეგმვა ხდება კვარტლების სპეციფიკიდან გამომდინარე და ხანძარსაშიში პერიოდების გათვალისწინები