1. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებს შესწევთ უნარი მათი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, მათი საქმიანობის შედეგები არ უნდა ჩაითვალოს სრულყოფილად, ვინაიდან, ადმინისტრაციის ძირითად პრობლემას დღესაც ბუნებრივი რესურსების უკანონო მოხმარება და უკონტროლო ძოვება წარმოადგენს. აგრეთვე, დაბალ დონეზეა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ეკოგანათლებისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებები.  უნდა აღინიშნოს, რომ აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჭიროებენ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ისეთ დამატებით სფეროებში, როგორებიცაა: მენეჯმენტის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბიომრავალფეროვნების მონიტორიგის, კომპიუტერული პროგრამებისა და საველე აღჭურვილობის გამოყენება, მონაცემთა შეგროვების, დაგეგმვისა და ანგარიშგების უნარებისა და დაცული ტერიტორიების ზოგადი მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით.

2. 2022 წლის მდგომარეობით ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 8 თანამშრომელი: ადმინისტრაციის დირექტორი – 1, დაცვის განყოფილებაში – 7, მათგან დაცვის განყოფილების უფროსი – 1, ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი – 1, რეინჯერი – 5 (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 4: ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა – 2020–2022 წწ.

წელი / პოზიციები

2020

2021

2022

ადმინისტრცაციის დირექტორი

1

1

1

დაცვის განყოფილება

დაცვის განყოფილების უფროსი

1

1

1

ბუნებრივი რესუსების უფროსი სპეციალისტი

1

1

1

რეინჯერი

5

5

5

სულ

8

8

8

3. ადმინისტრაციის საქმიანობის ანალიზი აჩვენებს 1 რეინჯერის დამატების საჭიროებას.

4. 2020 წელს საკონსულტაციო კომპანია PMO Business Consulting-მა, CNF-ის დაკვეთით, მოამზადა საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების შეფასების დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია ტერიტორიული ადმინისტრაციების როლის გაძლიერების საკითხი ადამიანური რესურსების მართვაში და შეიმუშავა რეკომენდაციები მათი უნარების და კომპეტენციების განვითარებაზე.

5. დოკუმენტში განხილულია როგორც ორგანიზაციული პროცესების ოპტიმიზაცია და შიდა კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმების დანერგვა, ასევე ადამიანური რესურსების უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერება ცენტრალურ და ტერიტორიული ადმინისტრაციების დონეზე. კერძოდ, მითითებულია, რომ უნდა შემუშავდეს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემა და, შესაბამისად, აღნიშნულ სისტემაზე დაფუძნებული სამოტივაციო სქემები, ასევე, ადამიანური რესურსების განვითარებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიულ ადმინისტრაციებში უნარების გაძლიერების საჭიროებების გამოვლენას და შესაბამისი ტრენინგების და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება-განხორციელება