1. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის ოფისი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბარათაშვილის ქ.№5-ში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში.

2. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციას ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთობლივად გააჩნია ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ხდება სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება. საჭიროა, ეკოტურისტული ბილიკების მოწყობა და თავშესაფრების აშენება, ასევე საკარვე და საპიკნიკე ადგილების მოწყობა.

3. ადმინისტრაციას ჰყავს 2 ერთეული ,,სუზუკი ჟიმნის“ და 1 ერთი ერთეული „მიცუბიშის პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა. ავტომანქანები მოძველებულია და საჭიროებს პერმანენტულ რემონტს.

4. ადმინისტრაციის დაცვის განყოფილებას აქვს სახანძრო აღჭურვილობა: უნიფორმები - 2 კომპლექტი (სახანძრო ჩექმა - 2 წყვილი, სახანძრო ქამარი - 2 ცალი.), სახანძრო ქურთუკი - 2 ცალი, სახანძრო ჩაფხუტი - 2 ცალი, სახანძრო ხელთათმანი - 3 წყვილი, სახანძრო ბარი - 2 ცალი, სახანძრო ქამარი - 2 ცალი, სახანძრო მისასხურებელი აპარატი -1 ცალი, სახანძრო ზურგჩანთა - 5 ცალი. 10 ცალი ფოტოხაფანგი, 6 ცალი სამკერდე კამერა, 1 GPS, ადმინისტრაციას ჰყავს 2 ცხენი, რომელთაგან ერთს ასაკის გამო ვერ იყენებენ, ხოლო მეორეს ესაჭიროება გაწვრთნა. არ გააჩნიათ, აგრეთვე, ცხენებისთვის საჭირო აღჭურვილობა.

5. დამატებით საჭიროა რეინჯერთა აღჭურვილობის შესყიდვა: 6 ბინოკლი და 2 ნახევრადპროფესიული ფოტოაპარატ