1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საზაფხულო ოფისი მდებარეობს თუშეთში, სოფელ ომალოში, ხოლო ზამთრის ოფისი – სოფელ ქვემო ალვანში.

2. საზაფხულო ადმინისტრაციული შენობა სოფელ ომალოში სპეციალურად ამ მიზნისთვის აშენდა და გაიხსნა 2009 წელს. აქ შესაძლებელია შეხვედრების და ტრენინგების ჩატარება. ადმინისტრაციის საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება: სამზარეულოს, თანამშრომლებისათვის საძინებლის და საწყობის მოწყობა. დაგეგმილია მათთვის ცალკე კოტეჯის აშენება ომალოში.

3. ზამთრის ოფისს (სააგენტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან უსასყიდლო უზუფრუქტით აქვს გადაცემული) ოთხი ოთახი უკავია სოფ. ქვემო ალვანის კულტურის სახლის შენობაში. ეს საოფისე ფართი ჰყოფნის მხოლოდ თანამშრომელთა სამუშაო მაგიდების განთავსებას. არ არსებობს დამატებითი სივრცე ადმინისტრაციის საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად.

4. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე სულ 3 რეინჯერთა სადგურია: სპეროზა, სამხევი და ქვახიდი. ქვახიდის შენობა ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს. ადგილი, სადაც სარეინჯეროა განთავსებული მეწყრულია და საჭიროა ახალი შენობის აშენება, ამისათვის შესაბამის სხვა ადგილზე. სპეროზას და სამხევის სარეინჯეროებში გასაახლებელია წყალმომარაგების სისტემა და მოსაწყობია სეპტიკური სისტემა. ალაზნისთავში არის ერთი ტურისტული თავშესაფარი. თავშესაფრის წყალმომარაგების სისტემა გაუმართავია, ნარჩენების მართვა არ ხდება, არ არის ნაგვის ურნები.

5. ადმინისტრაციას არ გააჩნია სრულფასოვანი დაცვის და ტურისტული საველე ინფრასტრუქტურა. აღჭურვილობა შემოიფარგლება ძველი ზურგჩანთებით, კარვებით, ბინოკლებით, დაბალი ხარისხის ფოტოაპარატებით. არსებული საჭიროებების შეფასების მიხედვით, მნიშვნელოვანია რეინჯერები იყვენენ შესაბამისად აღჭურვილნი როგორც იარაღით, ასევე უნიფორმებით. სასურველია, ასევე, შეძენილ იქნეს რაციები, ფოტოხაფანგები GSM სისტემით, სატელიტური ტელეფონები, კარვები, საძილე ტომრები, ფარნები, ფოტოაპარატები, ბინოკლები, ცხენის აღჭურვილობა.

6. ადმინისტრაციას აქვს 6 მაღალი გამავლობის ავტომანქანა – 1 ცალი ნისან პიკაპის, 1 ტოიოტა ჰაილუქსის, 3 ცალი მიცუბიში ლ 200-ის, 1 ცალი ფიატ ფულბექის. აქედან 1 ტოიოტა ჰაილუქსი ემსახურება დირექტორს, 1 ავტომანქანა ემსახურება დაცვის განყოფილების უფროსს, დანარჩენები ემსახურებიან უფროს რეინჯერებს როგორც პატრულირების განსახორციელებლად, ასევე საგუშაგოებზე ცვლაში მყოფი მორიგე რეინჯერის სარეინჯეროზე აყვანა-ჩამოყვანისთვის. ადმინისტრაციის საჭიროებების შეფასების მიხედვით, საჭიროა ავტოპარკის განახლება – შესაცვლელია ნისან პიკაპი და დასამატებელია 3 ავტომანქანა: 1 – გომეწრის ხეობაში საპატრულოდ, 1 – სწრაფი რეაგირების ჯგუფისათვის და 1 – დირექტორი