1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების პირდაპირ და არაპირდაპირი საფრთხეები მოცემულია მე-4 ცხრილში.

ცხრილი 4: სამიზნე ღირებულებების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები

პირდაპირი საფრთხე

განმაპირობებელი ფაქტორები

ზეგავლენის ქვეშ მყოფი ღირებულებები

დანაგვიანება (მუნიციპალური, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობიდან)

მუნიციპალური ნარჩენები;

ადგილობრივი კერძო ბიზნესები (საოჯახო სასტუმროები, სასტუმროები, კვების ობიექტები);

ნარჩენები მანქანებიდან;

სამშენებლო ნარჩენები;

მესაქონლეობა და მეცხვარეობა;

არარეგულირებული საკემპინგე ადგილები;

დაბალი ცნობიერება;

ნარჩენების მართვის სისტემის არარსებობა.

მაღალმთის მდელოების (ალპური მდელოების) ჭაობები.

მაღალმთის და სუბალპური ტყე.

ალპური და სუბალპური მდელოები.

ნიამორი

თუშური მომთაბარე მეცხვარეობა.

გზის რეაბილიტაცია

თუშეთამდე და თუშეთის ფარგლებში ხელმისაწვდომობის საჭიროება.

ყველა ფასეულობა.

დაგეგმილი გზების მშენებლობა

თუშეთამდე და თუშეთის ფარგლებში ხელმისაწვდომობის საჭიროება (დაგეგმარების პროცესში არსებული არჭილო-პატარა ბორბალო-ომალოს საავტომობილო გზის მშენებლობა);

დაგეგმილი თუშეთის საბაგირო გზა.

ყველა ფასეულობა.

კომერციული საქმიანობები (კაფეტერია ქუეში, ტურისტული ინფრასტრუქტურა ალაზნისთავში, ტურისტული ბილიკები)

ტურიზმის განვითარება

ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის არარსებობა.

ყველა ფასეულობა.

კლიმატის ცვლილება – მომატებული ტემპერატურა, ჰაბიტატების ცვლილება და ვერტიკალური წანაცვლება, მავნებელთა და დაავადებათა გააქტიურება, ბუნებრივი არასისტემური მოვლენების გახშირება.

გლობალურად სათბური გაზების გამოყოფა (გამოწვეული ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, სხვა საჭიროებებიდან) (აღნიშნული საკითხის გადაჭრა სცილდება მენეჯმენტის გეგმის ფარგლებს).

ყველა ფასეულობა.

არალეგალური ჭრა, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისთვის.

შეშის საჭიროება;

სამშენებლო მასალის საჭიროება.

მაღალმთის და სუბალპური ტყეები.

ადამიანის მიერ გაჩენილი ხანძრები.

სასოფლო-სამეურნეო ხანძრიდან გადმოსული (საძოვრების გადაწვის არსებული პრაქტიკა);

ცეცხლი არალეგალურ საკემპინგეზე;

საგანგებო მართვის გეგმის არარსებობა

ვიზიტორთა, მოსახლეობის, მწყემსების დაბალი ცნობიერება;

ადმინისტრაციის შეზღუდული შესაძლებლობები და აღჭურვილობა ხანძრებთან ბრძოლაში.

ყველა ფასეულობა.

ხმაური ვერტმფრენიდან, მანქანის უგზო ადგილას გადაადგილებებისას, მოტოციკლიდან, სამშენებლო აქტივობებიდან, ვიზიტორთა ჯგუფებიდან და სხვა.

ვიზიტორთა დიდი რაოდენობა და არათანაბარი გადანაწილება;

არამარკირებულ ბილიკებზე გადაადგილება;

არარეგულირებული საკემპინგეები;

ადგილობრივების და ვიზიტორთა ცნობიერების დაბალი დონე;

კანონაღსრულების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემები.

არჩვი,ნიამორი,კეთილშობილი ირემი,აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი,ფოცხვერი, ჯიქი,მთის არწივი,ორბი,სვავი,ბატკანძერი,კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი,დინიკის და ლოტიევის

გველგესლა.

არამდგრადი ძოვება

პირუტყვის და ბინების განთავსების არამდგრადი პრაქტიკა;

მეცხვარეობის გაძღოლის ტრადიციული პრაქტიკის მოშლა;

მესაქონლეების/მეცხვარეების არასაკმარისი ცოდნა საძოვრების მართვასთან დაკავშირებით;

საძოვრების მართვის გეგმის არარსებობა;

საძოვრების მდგომარეობის მონიტორინგის სისტემის არარსებობა;

აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები (ადმინისტრაციის შეზღუდული შესაძლებლობები, განსაკუთრებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის კუთხით).

ალპური და სუბალპური მდელოები,სუბალპური ტყეები,მაღალმთის ჭაობები,არჩვი,როჭო,ჯიხვი,ნიამორი,ირემი,დინიკის და ლოტიევის გველგესლა.

თუშური მომთაბარე მეცხვარეობა.

ტყის მავნებლები და დაავადებები (Scolylus ratzeburgi, Eranis defoliaria L).

კლიმატის ცვლილება;

მავნებელი მწერების მონიტორინგის შეზღუდული შესაძლებლობები;

მაღალმთის ტყეები.

ცხოველთა დაავადებები (პარაზიტული ჭიები, ინფექციები).

არავაქცინირებული შინაური ცხოველების მიერ საძოვრების გამოყენება და დაავადებების/პარაზიტების გავრცელება;

ჯიხვი,ფოცხვერი,არჩვი,ნიამორი,ირემი.

ნადირობა.

სპორტული ინტერესი;

ნანადირევ ხორცზე მოთხოვნა;

ადგილობრივების დაბალი ცნობიერება დაცული ტერიტორიების ფასეულობების და წესების შესახებ;

ადმინისტრაციის შეზღუდული შესაძლებლობები კანონაღსრულების მიმართულებით;

რეინჯერების საველე აღჭურვილობის ნაკლებობა;

თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან თანამშრომლობის ნაკლებობა;

გამოვლენილ შემთხვევებზე არაეფექტური რეაგირება.

ჯიხვი,არჩვი,ნიამორი,ირემი,შურთხი,როჭო.

დაბალი

საშუალო

მაღალი

ძალიან მაღალი

2. სხვა ღირებულებების საფრთხეები

საფრთხეები კულტურულ ღირებულებებზე შესაძლოა გამოიწვიოს ვიზიტორთა გაზრდილმა რაოდენობამ, ინფრასტრუქტურის განვითარებამ, კლიმატის ცვლილებამ და ეროზიამ, რისთვისაც შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს აღნიშნული საფრთხეების პრევენცია/აღკვეთა, საიფორმაციო ბანერების განთავსება და სხვა. (საფრთხეების ინდიკატორები მოცემულია დანართ 22-ში).

3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ეკოსაგანმანათლებლო, ეკოტურისტულ და მთლიანად სოციალურ-ეკონომიკურ ღირებულებებთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების საფრთხეებად მოიაზრება ის საფრთხეები, რომლებიც გავლენას ახდენს ეკოსისტემების შესაძლებლობებზე და საბოლოო ჯამში, ეკოსისტემური სერვისების მიწოდებაზე (იხ. ცხრილი №4