თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმოადგენენ საინტერესო სამეცნიერო-კვლევით ბაზას ქართველი და უცხოელი მეცნიერებისთვის. წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო ცენტრებთან, ასევე დამოუკიდებელ მკვლევარებთან. ადმინისტრაციას გააჩნია საკმარისი სამეცნიერო ინფორმაცია ტერიტორიის ყველა ძირითადი ღირებულებების შესახებ, დაცული ტერიტორიის მართვის ეფექტურად წარმართვისთვის, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა