1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და თუშეთის ეროვნული პარკი ესაზღვრება თუშეთის დაცულ ლანდშაფტს და მის არეალში განლაგებულ 50-ზე მეტ სოფელს და ნასოფლარს. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ანთროპოგენური ზეწოლა ბიომრავალფეროვნების ღირებულებებზე უფრო ინტენსიურია თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და ეროვნული პარკის ამ მონაკვეთებზე.
2. ადმინისტრაციას არ გააჩნია ტერიტორიის დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დაცვის ღონისძიებების განხორციელება ხდება წლიური სამუშაო გეგმის შესაბამისად, ადმინისტრაციის დირექტორის მიერ დამტკიცებული საპატრულო გეგმების მიხედვით.
3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საპატრულო საქმიანობა მიმართულია ნაკრძალისა და ეროვნული პაკრის დაცვაზე და ეროვნული პარკის რესურსთსარგებლობის (საძოვრები, არამერქნული ტყის რესურსი) კონტროლზე.
4. თუშეთის დაცული ტერიტორიები დაყოფილია 5 უბნად: სპეროზა, ჭანჭახოვანი, ჩაღმა, გომეწარი და პირიქითი. ადმინისტრაციის აზრით, საჭიროა გომეწრის და პირიქითის უბნებიდან ალაზნისთავის და ქვახიდის უბნების გამოყოფა ტერიტორიის სიდიდის და სიშორის გამო.
5. 2018 წელს დაფიქსირდა 6 სამართალდარღვევა. მათ შორის: 5 უკანონო ძოვების და 1 ტყის ჭრის შემთხვევა. 2019 წელს დაფიქსირდა სამართალდარღვევის სულ 2 შემთხვევა: უკანონო თევზჭერა და ძოვება. 2020 წელს სამართალდარღვევები არ დაფიქსირებულა.
6. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა სააგენტოს და დონორი ორგანიზაციების (GIZ, CNF, USDOT-ITAP/USAID NPE Program, UNDP) ძალისხმევით მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტრენინგებში: საძოვრების მართვა, ტყის მართვა, ბილიკების მოწყობა, ფიტოპათოლოგია. რეინჯერებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: კანონაღსრულება, საძოვრების მდგრადობის შეფასება და მონიტორინგი და სხვა. გარდა ამისა, რეინჯერებმა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეისწავლეს იარაღის გამოყენება და დამრღვევთან ურთიერთობის საკითხები.
7. თუშეთის დაცული ტერიტორიების დაცვა ხორციელდება პატრულირების მეშვეობით. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულია 16 საპატრულო მარშრუტი, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაციის დირექტორი (მათ შორის 3 საფეხმავლო, 8 საცხენოსნო, 3 საავტომობილო, 2 საავტომობილო-საფეხმავლო). პატრულირების სამოქმედო გეგმა-გრაფიკის შემუშავება ხდება ყოველთვიურად. ზამთრის სეზონზე რეინჯერები პატრულირებენ ორ უბანზე (ჩაღმის და სპეროზის უბნები), ხოლო დანარჩენ სეზონებზე ხუთივე უბანზე. პატრულირების მარშრუტების დაგეგმვა ხდება სარეინჯეროების სპეციფიკიდან გამომდინარე. მარშრუტებზე პატრულირების ინტენსივობა იცვლება სეზონების და ანთროპოგენური რისკების შესაბამისად. ყოველწლიურად ხდება არსებული პატრულირების მარშრუტების გადახედვა და კორექტირება საჭიროების მიხედვით. 2019 წლის განმავლობაში განხორციელდა 226 საპატრულო გასვლა. გავლილია 8749 კმ.(მათ შორის 3473 კმ ფეხით, 3656 კმ ცხენით და 1620 კმ ავტომანქანებით). გარდა ამისა, დაცვის განყოფილების უფროსმა წლის განმავლობაში განახორციელა 52 მოულოდნელი რეიდი. 2020 წელს განხორციელდა 232 საპატრულო გასვლა, გავლილია 8408 კმ, განხორციელდა 44 რეიდი.
8. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფიჭვნარები მოწყვლადია ხანძრების მიმართ. ბოლო წლების ყველაზე დიდი ხანძარი იყო 2017 წელს სოფელ ხახაბოს მიმდებარე ფიჭვნარ ტყეში, რომლის ძირითადი ნაწილი შედის თუშეთის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში. 2019 წლის ოქტომბერში თუშეთის ეროვნულ პარკში, ბულანჩოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა ხანძარი, რომლის დროსაც დაიწვა დაახლოებით 14 ჰა ბალახოვანი საფარი.
9. ადმინისტრაციის საქმიანობის ანალიზმა აჩვენა, აგრეთვე, რეინჯერებისთვის აღჭურვილობის ნაკლებობა და არსებულთან ხელმისაწვდომობის პრობლემა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების და რეინჯერის პირადი აღჭურვილობის ნაკლებობა (ბინოკლები, ფოტოაპარატები, რაციები, ფოტოხაფანგები, ხარისხიანი უნიფორმები საველე პირობებისთვის და სხვა